რატომ უნდა იამაყოს მშვილდოსანმა თავისი ზოდიაქოს ნიშნით?

რატომ უნდა იამაყოს მშვილდოსანმა თავისი ზოდიაქოს ნიშნით?

"გააკეთო შეუძლებელი, ეს გართობის ერთ-ერთი ხერხია"

უოლტ დისნეი.

ნებისმიერი ტიპის მშვილდოსანი, თუნდაც იგი ყველაზე პრიმიტიული აზროვნების პატრონი იყოს, რასაც მოგეხსენებათ ხშირად აღზრდა-განათლებისა და გენეტიკის ფაქტორიც განაპირობებს, აუცილებლად იქნება გულუხვი და მიამიტი რაღაც დოზით. მშვილდოსნების უმრავლესობა ხომ ბავშვობაში ცხოვრობს და ჯიუტად არ სურს გამოვიდეს თინეიჯერობის ასაკიდან, მაშინაც კი როცა ამის გაკეთება აუცილებელია.

Astrologia

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იუპიტერის გავლენით ევლინება ქვეყანას, მასშტაბურად მოაზროვნე და გულკეთილია. მშვილდოსნები გამოუსწორებელი მოხეტიალეები არიან, მათი სიმბოლო კენტავრია, ნახევრად  ცხენი ნახევრად ადამიანი, რაც იმას განაპირობებს რომ მოგზაუორობა და შორეული მიზნები მშვილდოსანს მაგნიტივით იზიდავს. გარდა ამისა, ამ ნიშნით დაბადებული ქალებიცა და მამაკაცებიც ბუნებით მონადირეები და აზარტული ინდივიდები არიან. გაიხსენეთ კენტავრს ხომ ხელთ მშვილდისარი უპყრია. აქედან გამომდინარე ხდება ისიც, რომ გარშემო მყოფები ხშირად სდებენ ბრალს მშვილდოსანს ორგულობასა და არასტაბილურობაში.

Astrologia

სინამდვილეში კი იგი უბრალოდ გამოუსწორებელი იდეალისტია, რომელიც გამუდმებით დაეძებს ქიმერას, იდეალურ პარტნიორს, მიზანსა და შესაძლებლობებს

. მისი მაძიებელი ბუნება ვერ ეგუება ჩარჩოებსა და შეზღუდვებს. ამიტომ ტიპურ მშვილდოსანს არასოდეს ესმის ისეთი ხალხის, ვინც მას თავგანწირული და დეპრესიული ჟინიანობით ებღაუჭება. თავისუფლება და მისი წრეგადასული სიყვარულია მშვილდოსნის ზოდიაქოს უმთავრესი კრედო და ლაიტმოტივი ცხოვრებაში.

Astrologia

თუმცა, მიუხედავად ამისა ხშირად მშვილდოსნის სიკეთე გარშემო მყოფების მიმართ უნაპირო, გულწრფელობა კი გამაოგნებელიც კია. მას შეუძლია საკუთარი ინტერესების გვერდზე გაწევის ხარჯზე აღმოუჩინოს დახმარება ნებისმიერს, ვინც მისგან ამას საჭიროებს და ელის. ამიტომაც არიან ეს ადამიანები ხშირად სამეგობროს სული და გული. მათთვის მეგობრის ცხოვრებით ცხოვრების ჩვევა ჩვეულებრივი და ბუნებრივი ამბავია.

Astrologia

მართალია, მშვილდოსანი ბუნებით ხალისიანი და ოპტიმისტი ნატურაა. მაგრამ დგება ხოლმე ცხოვრებაში მომენტები, როცა იგი მძაფრ მარტოობასა და დეპრესიას განიცდის. ეს მაშინ ხდება, როცა მიზნების და იდეალები უფერმკრთალდება ჰორიზონტზე და ის კიდევ ერთხელ აღმოაჩენს, რომ ადამიანები იშვიათად პასუხობენ მის გულწრფელობას გულწრფელობით. თუმცა რაოდენ დიდიც არ უნდა იყოს მისი სევდა, იგი არასოდეს და არავის მოახვევს თავზე საკუთარ ნეგატიურ განწყობას. მასში ხომ სევდიანი ჯამბაზი ცხოვრობს, რომელსაც მიუხედავად ათასგვარი საფიქრალისა ყოველთვის გააჩნია მოტივაცია და ძალა საიმისოდ, რომ გარშემო მყოფები გააღიმოს და პოზიტიურ განწყობაზე დააყენოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?