ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან არსებობს. ძველად მიაჩნდათ, რომ წყალში, ფსკერზე სულები ბინადრობდნენ და ადამიანები მონეტების წყალში ჩაგდებით მათი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდნენ. ერთგვარად, მადლობას უხდიან იმისათვის, რომ წყალმა მათ უბედურება არ შეამთხვიათ.
რაც შეეხება იმავე ადგილზე ისევ დაბრუნებას, მას ძველ ლეგენდასთან აკავშირებენ. უძველეს დროს მეფე სამეფოს ასაშენებლად შესაფერის ადგილს ეძებდა. ზღვისპირას გაჩერებულმა ჩაილაპარა: ფული მაქვს, ადგილი კი ვერ მიშოვიაო. ამ დროს მოვარდნილმა ტალღამ ფეხები დაუსველა და მონეტებით სავსე ქისა, რომელიც ხელში ეჭირა, წყალში ჩაუვარდა. გავიდა წლები, მეფე გაღარიბდა და ის ადგილი მოაგონდა, სადაც ქისა დაუვარდა. მიადგა სანაპიროს და ზღვამ მონეტებით სავსე ქისა გამოურიყა ნაპირზე. ზღვის სანაპიროზე კი მეფემ ახალი სამეფო ააშენა.