რატომ აკაკუნებენ ადამიანები ხეზე იღბლის მოსატანად? - ამ ცრურწმენის შესახებ რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს, თუმცა მეცნიერები ვერ თანხმდებიან, თუ რომელი მათგანი შეიძლება იყოს სიმართლე.
ბევრ კულტურაში გავრცელებული ცრურწმენაა, რომ ადამიანები ხის საგანზე თითების დაკაკუნებით ცდილობენ იღბლის მოზიდვას ან უბედურების თავიდან აცილებას.
მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა „ხეზე დაკაკუნება“ , ბრიტანეთში გავრცელებული „touch wood“ („ხეს შეეხე“) - სულ მცირე XIX საუკუნიდან გამოიყენებ.
წარმართული, ქრისტიანული და სხვა თეორიები
ერთ-ერთი გავრცელებული ახსნა ამ ტრადიციას უძველეს წარმართულ კულტურებს, მათ შორის კელტებს, უკავშირებს. მიიჩნევა, რომ მათ სჯეროდათ, თითქოს ხეებში სულები და ღმერთები ცხოვრობდნენ.
ხეზე დაკაკუნება კი შესაძლოა ამ სულების „გამოღვიძებას“ და მათ მოხმობას ემსახურებოდა. თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მადლიერების გამოხატვის საშუალება მოულოდნელად მოსული იღბლისთვის.
კიდევ ერთი თეორიის თანახმად, ადამიანები ხეზე იმისთვის აკაკუნებდნენ, რომ ბოროტი სულები განედევნათ ან მათთვის ხელი შეეშალათ, მოესმინათ, როგორ ტრაბახობდნენ საკუთარი იღბლით. ამგვარად, ისინი ცდილობდნენ თავიდან აეცილებინათ ბედის შეცვლა და მოულოდნელი უიღბლობა.
ქრისტიანები კი ამ პრაქტიკას ხშირად ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებულ ხეს - ჯვარს უკავშირებდნენ.
თუმცა სხვა მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ხეზე დაკაკუნების ტრადიცია გაცილებით უფრო გვიანდელი წარმოშობისაა.
ბრიტანელი ფოლკლორისტი სტივ რაუდი, თავის წიგნში The Lore of the Playground, ამ ჩვეულებას XIX საუკუნეში გავრცელებულ ბავშვების თამაშს - „Tiggy Touchwood“ - უკავშირებს.
ეს იყო დაჭერობანას მსგავსი თამაში, რომლის დროსაც მოთამაშე ხის საგანს, მაგალითად, კარს ან ხეს შეეხებოდა, მას ვეღარ დაიჭერდნენ.
მისი მოსაზრებით, იმის მტკიცება, რომ ეს ტრადიცია იმ პერიოდიდან მოდის, როდესაც ადამიანებს ხის სულების არსებობის სჯეროდათ, „სრული სისულელეა“.
და მაინც, საიდან გაჩნდა ეს ჩვევა?
შესაძლოა, ფრაზის „ხეზე დაკაკუნება“ ზუსტი წარმოშობა საბოლოოდ ვერასდროს დადგინდეს.
თუმცა ფაქტია, რომ ეს ცრურწმენა დღესაც პოპულარულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და დროთა განმავლობაში მას ადგილობრივი ვერსიებიც გაუჩნდა.
მაგალითად, თურქეთში ადამიანები ავი თვალისა და უიღბლობის თავიდან ასაცილებლად ხშირად ყურის ბიბილოზე იკიდებენ ხელს და შემდეგ ხეზე ორჯერ აკაკუნებენ.
იტალიაში კი, როდესაც ადამიანები ცდილობენ, ბედის გამოცდას თავი აარიდონ, ამბობენ ფრაზას „შეეხე რკინას“.
ასე რომ, ერთი შეხედვით უბრალო ჟესტი - ხეზე დაკაკუნება, შეიძლება სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულ რწმენას, რიტუალსა და ისტორიას უკავშირდებოდეს. მისი ზუსტი წარმომავლობა კი დღემდე სადავოდ რჩება.