რეტროგრადული სატურნი - დადგა დრო წარსულის შეცდომები გამოვასწოროთ

რეტროგრადული სატურნი -  დადგა დრო წარსულის შეცდომები გამოვასწოროთ

6 აპრილიდან ასტროლოგიური კუთხით ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას აქვს ადგილი. საქმე იმაშია, რომ პლანეტა სატურნი, რეტროგრადულ ფაზაში გადავა და ამ მდგომარეობაში იგი 25 აგვისტომდე გააგრძელებს ყოფნას, რაც როგორც მსოფლიოში, ისე ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს. ასტროლოგიური ლექსიკონის მიხედვით, სატურნი ერთ-ერთი დამსჯელ პლანეტათაგანია, რომელიც ადამიანებს სხვადასხვა სახის გაკვეთილს უტარებს ცხოვრების გზაზე საიმისოდ, რომ ამ უკანასკნელებმა, სამომავლოდ მეტი პასუხისმგებლობა შეიძინონ და დაკვირვებით მოეკიდონ ზოგადად, მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს. გამომდინარე იქიდან, რომ ამჯერად, სატურნი მშვილდოსნის ზოდიაქოშია და უკვე რეტროგრადულიც გახდა, ეს მოვლენა თავის მხრივ ბევრ ადამიანს მისცემს საშუალებას დაფიქრდეს და ახლებურად გადააფასოს საკუთარი იდეალები, ცხოვრებისეული ფასეულობები, მიზნები და შეხედულებები.

იმიტომ რომ, სატურნის რეტროგრადული ფაზა, გვინდა ჩვენ ეს თუ არა, ბევრის ცხოვრებაში გამოიწვევს შენელებას ან სულაც არანებაყოფლობითი ტაიმ-აუტის აღების აუცილებლობას ამა თუ იმ სფეროში, ძირითადად ეს იურიდიულ საქმიანობას, უცხოეთთან კონტაქტებს, სწავლას, იდეოლოგიას, რელიგიურ შეხედულებებს და ბუროკრატულ საკითხებს შეეხება. შესაბამისად, ჩვენ საშუალება გვექნება ცოტა ხნით ტემპს დავუკლოთ და თვალი გადავავლოთ საკუთარ ცხოვრებას, იქნებ რამე გვეშლება, ან სულაც არასწორი გზით მივდივართ ცხოვრებაში? სატურნის მუხრუჭები ძალიან ბევრ ჩვენგანს მისცემს იმის შანსს, რომ ის შეცდომები, რომელიც უახლოეს წარსულში დავუშვით კარგად გავაანალიზოთ და მათი გადაჭრისთვის საჭირო გზებიც მოვნახოთ.

მშვილდოსნის ზოდიაქო თავის თავში აერთიანებს - მენტალიტეტის, იდეოლოიის, რელიგიური მრწამსის, პოლიტიკური შეხედულებების, სწავლა-განათლების თემას. იგი ამ სფეროების საშუალებით, სხვათა კონტროლის მექანიზმებსაც უკავშირდება. მოგეხსენებათ პოლიტიკოსებს მასების ცნობიერებაზე მიუწვდებათ ხელი. ამიტომ, სატურნის რეტროგრადული პერიოდი გააქტიურებს სხვადასხვა სახის პოლიტიკურ მაქინაციებს, ადამიანების შანტაჟის გზით მართვის მცდელობებს, რომელიც მათ პირად ცხოვრებას/იდეოლოგიას ეხება. კონკრეტული ინდივიდების ცხოვრებაში კი სატურნის რეტრო-ფაზა, მტკივნეული ურთიერთობების საბოლოოდ გადახედვისა და ძველი იდეოლოგიის გააზრების/უარყოფის პერიოდს მოიტანს. ამიტომ, იცოდეთ, რომ სატურნის ეს ფაზა არაერთი იდეოლოგიური იპოსტასის მსხვრევას მოიტანს. გამორიცხული არ არის ასევე რომ გააქტიურდეს დაპირისპირებები რელიგიურ-იდეოლოგიურ საფუძველზე. სატურნი ამ შესაძლოა ცოტა მტკივნეული მეთოდებით, მაგრამ მაინც ნათლად დაგვანახვებს გზას საიმისოდ, რომ ჩვენი დესტრუქციული ბუნება ბოლომდე გავიაზროთ და სწორედ ამ მეთოდით შევძლოთ საბოლოო განთავისუფლება.

თუმცა, სატურნის რეტროგრადულ ტრანზიტს დადებითიც ბევრი მოაქვს და ეს აუცილებელია გავიაზროთ ჩვენ, ადამიანებმა. კერძოდ ის, რომ საქმიან სფეროში შეიძლება ითქვას, ბევრისთვის საუკეთესო პერიოდი დგება. ეს იმიტომ, რომ სწორედ სატურნის რეტროგრადული ფაზა მოიტანს ჩვენი დიდი ხნის ნაშრომის საბოლოო შედეგებით ხილვის ბედნიერებას და იმის გააზრების უნარს, თუ რა დავტოვოთ და რა სამუდამოდ მოვხსნათ დღის წესრიგიდან, ჩვენს სამომავლო საქმიანობაში. ამ პერიოდში ბევრი ადამიანი შესძლებს საკუთარი განათლება და ცოდნა რეალურად გამოიყენოს, ბევრს დაუფასდება წინა წლებში განათლების სფეროში ჩადებული დიდი შრომა.

პერიოდი, როცა სატურნი რეტროგრადულ ფაზას გადის, ჩვენთვის ე.წ. წარსულში დაბრუნების ეტაპია. საიმისოდ, რომ ოდესღაც დაწყებულ და შუა გზაზე მიტოვებულ პროექტებს საბოლოოდ მივცეთ მიმართულება, ან დავასრულოთ ან ახლებურად გადავწყვიტოთ მათი ბედი. ასევე ახლებურად გადავაფასოთ საკუთარ თავზე უკვე აღებული ვალდებულებები და ურთიერთობებიც სულ სხვა ჭრილში დავინახოთ. გავაანალიზოთ ის, თუ რამდენად არის საჭირო ჩვენი მხრიდან ამა თუ იმ ადამიანის მიმართ გაღებული მსხვერპლი და კონკრეტულად რა გვევლინება პირად ურთიერთობებში ან პროფესიულ სფეროში იმედის გაცრუების მიზეზად. სწორედ სატურნის რეტროგრადული ფაზა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი პიროვნული საზღვრები მკაფიოდ მოვნიშნოთ და საბოლოოდ ვისწავლოთ, ამა თუ იმ სიტუაციაში "არას" დელიკატურად თქმის ხელოვნება. სატურნი ხომ ზოდიაქოს კარმული-ინსპექტორია, რომელიც მისი რეტროგრადულობის პერიოდში გვაიძულებს ფოკუსირება უმთავრეს პრიორიტეტებზე მოვახდინოთ. და წვრილმან-მსხვილმანი საქმეების ქაოსიდან, საბოლოოდ დავიტოვოთ მხოლოდ ის, რაც მართლა ფასეული და აქტუალურია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?