რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი და მამაკაცი

რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან მორიელის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ქალი და მამაკაცი

მორიელი გარშემო მყოფებში უზომო პატივისცემას და სიმპათიას იმასახურებს. მისი ან ეშინიათ, ან თაყვანს სცემენ. შუალედური დამოკიდებულება მორიელის მიმართ, როგორც წესი, არავის არ აქვს. თუმცაღა, ქალი და მამაკაცი მორიელები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.

ქალი მორიელი - რადგანაც მორიელი ორი მამაკაცური პლანეტის მარსისა და პლუტონის მმართველობაში იმყოფება, ქალად დაბადება მორიელისთვის თავისთავად სირთულეა. მორიელი ქალი დაბადებიდანვე ჭკვიანი, ბრძოლისუნარიანი და პრინციპულია. ამიტომ დიდ ასაკში არცთუ იშვიათად იგი მამაკაცებსაც ეჯიბრება გამძლეობასა და ხასიათის სიმტკიცეში, ან სულაც ირჩევს მამაკაცურ პროფესიას, რათა საკუთარ ხასიათში არსებული ეს "საბრძოლო არსენალი" როგორმე დახარჯოს კონსტრუქციულად. სამაგიეროდ, იგი უზომოდ სექსუალური და მომხიბვლელია საპირისპირო სქესის თვალში და როგორც წესი, მამაკაცები მასზე უბრალოდ კარგავენ ჭკუას.

მამაკაცი მორიელი - მას აქვს ყველა ის თვისება, რომელიც ჭეშმარიტ მამრს უნდა გააჩნდეს. არის პრინციპული, მიზანსწრაფული, მომენტებში დაუნდობელი და უაპელაციოც კი, როცა საქმე საკუთარი პრინციპების გატანას ეხება. მამაკაცი მორიელი, სიტყვაძუნწი და ფრთხილია. ადამიანებს არასოდეს ენდობა მარტივად. არის მაქსიმალისტი, ამიტომ ცხოვრებაში კარგ მეგობრებთან ერთად ბლომად მტრებსაც იძენს ხოლმე. მისი ხასიათის ნეგატიური მხარეა ექსტრიმის დაუძლეველი სიყვარული, რის ხარჯზეც ხშირად ეხვევა პრობლემებსა და გაუგებრობებში. მაგრამ მშვიდი ცხოვრებით ცხოვრება მორიელის ნიშნით დაბადებულ მამაკაცს არ შეუძლია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?