რომ ქორწინება ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ერთობ მნიშვნელოვანი და კარდინალური ცვლილებების მომტანი მოვლენაა. ამიტომაც ევროპაში ფართოდაა აპრობირებული ასტროლოგიური გათვლების მიხედვით შეირჩეს უშუალოდ ქორწინების თარიღი. იმიტომ რომ, როგორც ადამიანის ბედსა და ხასიათზე ახდენენ პლანეტები გავლენას, ანალოგიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ მათ ახალშექმნილი ოჯახის ბედზეც. ოჯახი ხომ თავისებური "ცოცხალი ორგანიზმია", რომელსაც ასევე გააჩნია განვითარების სტადიები და თავისებურებები.
2017 წელი სასიყვარულო ურთიერთობების მხრივ დატვირთული იქნება დრამატული ისტორიებით, ხმაურიანი და რომანტიკული ურთიერთობებით. ზოგადად მამალი ხელს შეუწყობს ადამიანებში საკუთარი ემოციების ვულკანურად ამოფრქვევის პრეცედენტებს და ბევრი ჩვენგანი იქნება მიდრეკილი ამ წელს საკუთარი გრძნობები ერთობ დრამატულად და ემოციურად გამოხატოს.
სასიყვარულო კავშირებსა და მათი განვითარების ჰარმონიულობაზე, პლანეტა ვენერა აგებს პასუხს. ამიტომ რომანები და ქორწინება, რომელიც ვენერას დადებით ასპექტებს ემთხვევა, როგორც წესი, ყოველთვის მყარი, პერსპექტიული და ამაღელვებელია.
თუმცა, არსებობს მომავალ წელს ვენერას ნეგატიური პოზიცია და ტრანზიტებიც, რომელთა დროსაც სასურველი არ გახლავთ ქორწინების რეგისტრაცია ან ახალი, მნიშვნელოვანი ურთიერთობების წამოწყება. ეს პერიოდებია:
4 თებერვლიდან - 16 აპრილის ჩათვლით;
29 აპრილიდან - 7 ივნისის ჩათვლით;
21 სექტემბრიდან - 15 ოქტომბრის ჩათვლით;
8 ნოემბრიდან - 2 დეკემბრის ჩათვლით.
სხვა დანარჩენ პერიოდებში თამამად შეგიძლიათ დაგეგმოთ ურთიერთობის დაკანონება და ქორწინების რეგისტრაცია. დარწმუნებული იყავით, რომ თუკი ვარსკვლავების კეთილგანწყობით სავსე პერიოდს დაამთხვევთ ოჯახის შექმნას, თქვენი და თქვენი პარტნიორის სამომავლო კავშირი ურყევი, სტაბილური და რაც მთავარია, ძალიან ბედნიერი იქნება!