როდის ბეზრდება მამაკაცს ქალი - როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გადაგვიყვარა ვერძმა

როდის ბეზრდება მამაკაცს ქალი - როგორ უნდა მივხვდეთ, რომ გადაგვიყვარა ვერძმა

არსი და მნიშვნელობა ესმის თითოეულ მათგანს სხვადასხვანაირად და თავისებურად? მოდი, მამაკაცური ღალატის პრინციპებზე, მიზეზებზე და შედეგებზე ასტროლოგიური კუთხითაც ვიმსჯელოთ და გავიგოთ რა აიძულებთ ზოდიაქოს ნიშნებს უღალატონ ერთი შეხედვით იდეალურ და საყვარელ პარტნიორს.

როდის ღალატობს ვერძი

შეყვარებულ ვერძს ღალატზე ფიქრიც კი ამორალურად მიაჩნია. ამიტომ, სანამ იგი ყურებამდე შეყვარებულია, მისთვის ქალთა სქესის არსებობა გარშემო ბინდით მოცული ხდება. შესაბამისად, სანამ ვერძი საყვარელ ქალს ხელის გულზე ატარებს, საჩუქრებით ანებივრებს და მაქსიმალურ ყურადღებას უთმობს, მის ერთგულებაში ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. პრობლემები მაშინ იწყება, როცა თქვენი მარსიანელი ბიჭი მოულოდნელად მსოფლიო ლამაზმანების მომხიბვლელობას აღმოაჩენს და აღნიშნავს. ამიტომ დღეს თუ იგი ანჯელინა ჯოლით ან ენ ჰეტუეით დაინტერსდა, მეზობლის ირინკამდე სულ ორი ნაბიჯია. ხოლო თავად ღალატის ფაქტის შესახებ ინფორმაციას თავად ვერძისგანვე მიიღებთ ექსკლუზიურად, როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ტყუილის თქმა გულზე არ ეხატებათ და დიდად არც გამოსდით. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ გადამეტებული წუწუნითა და ჭკუის სწავლებით, ცხოვრებას ჯოჯოხეთად არ უქცევთ, ვერძის მხრიდან ღალატის ალბათობა ნაკლებად მოსალოდნელია. თუმცა, თუ მაინც ასე მოხდა, მერწმუნეთ, ამას პირველი თავად შეგატყობინებთ და დიდად არც იმაზე შეიწუხებს თავს, რას იგრძნობთ ამ დროს თქვენ, რადგან ჩათვლის, რომ "შეცდომა" ხართ მის ცხოვრებაში, თუმცა ამ დროს არც კი დაფიქრდება იმაზე, რომ ის ვისთანაც გიღალატათ, შესაძლოა სამომავლოდ, "ორმაგი შეცდომა" აღმოჩნდეს მისთვის.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?