როდის და რატომ ვხედავთ მოჩვენებებს? - 5 ახსნა

როდის და რატომ ვხედავთ მოჩვენებებს? - 5 ახსნა

დღეს "მოჩვენებების არსებობის" შესახებ 5 ახსნას გთავაზობთ, რომლებიც მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

ინფრახმა

ადამიანი 20 000 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს შეიგრძნობს, უფრო მეტი კი ადამიანისთვის ძალიან მაღალია, ღამურებისგან განსხვავებით. მაგრამ 20 ჰც-მდე ნაკლები სიხშირის, რომელსაც ინფრახმას უწოდებენ, ასევე პრობლემები გვექმნება, რომელიც თითქმის შეუმჩნეველი რჩება.

2003 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ კონცერტის მონაწილეების 22%, რომლებიც 17 ჰც-მდე სიხშირის ბგერებს ისმენდნენ, გაურკვეველ შიშსა და ზიზღს განიცდიდნენ. ისეთ მოვლენებს, როგორც მიწისძვრა, ვულკანური აქტიურობა ან ელვა, ინფრახმის გამოცემა შეუძლიათ. უფრო მიწიერი, დიზელის ძრავები, ქარის ტურბინა და ზოგიერთი დინამიკა.

Astrologia

ობი

ობის სუნთქვა შეიძლება სასუნთქი სისტემისთვის და არა მხოლოდ ძალიან სახიფათო იყოს. მეცნიერები ამბობენ. რომ ობის ზემოქმედებას ზოგჯერ ნევროლოგიური ნიშნები ახლავს, მათ შორის შფოთვა, სიბრმავე და ირაციონალური შიში. ასე რომ, დამთხვევაა რომ ადამიანები მოჩვენებებს ხშირად ძველ სახლებსა და მიტოვებულ შენობებში ხედავენ, რომლებიც ობით არის დაფარული? მეცნიერები ამ თემაზე მუშაობენ, რომ შენობაში არსებულ ობსა და მოჩვენებების არსებობას შორის კავშირი დაინახონ. შეიძლება ძალიან მალე რაღაც საინტერესო რამ გავიგოთ.

Astrologia

ნახშირბადის მონოქსიდი

როგორც ობის შესუნთქვამ ადამიანებში შეიძლება არ არსებულის დანახვა, მოსმენა და შეგრძნება გამოიწვიოს, მსგავსი ეფექტი დიდი რაოდენობით ახლავს ნახშირბადის მონოქსიდს. ეს უფერო და საკმაოდ ტოქსიკური გაზი ადამიანის ორგანიზმს ნელ-ნელა წამლავს, როცა თავად ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ამჩნევს.

სანამ გაზის გაჟონვა აღმოჩენილი იქნება, მან ხმოვანი და მხედველობითი ჰალუცინაციები, მკერდზე ზეწოლა და აუხსნელი შიშის გრძნობა შეიძლება გამოიწვიოს. ერთი პოპულარული ისტორია 1920-იან წლებში ოჯახის შესახებ, რომელიც მოჩვენებათა სახლში გადავიდა, საკმაოდ სახიფათო ამოხსნა ჰქონდა: აღმოჩნდა, რომ ნაბიჯების ხმა, უცნაურო მოძრაობები და ვიღაცის ყოფნის შეგრძნება შენობაში ნახშირბადის მონოქსიდით იყო გამოწვეული, რომელმაც გატეხილი ღუმელიდან გამოჟონა.

Astrologia

დარწმუნების ძალა

კვლევა აჩვენებს, რომ პარანორმალური გამოცდილების არსებობას უფრო დავიჯერებთ, თუ მოჩვენების გამოჩენის ან მსგავსი უცნაური მოვლენის დროს ჩვენს გვერდით მყოფი ადამიანი ჩვენს რწმენას მხარს დაუჭერს. იმავე მიზეზით, ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან უფრო ირწმუნონ მოჩვენებები, თუ ამ დროს რამდენიმე მონაწილე იყო. თუ უფრო დიდ ჯგუფებზე ვისაუბრებთ, ამატებენ მეცნიერები, მასობრივი ცნობიერება და მასობრივი ისტერია არავის გაუუქმებია.

Astrologia

ჰაერის უკმარისობა

იმის გათვალისწინებით, რომ კლიმატი სულ უფრო თბილი ხდება, ხოლო კონდიციონერები კიდევ უფრო ძვირი, ოთახები სულ უფრო ხშირად უნდა გავანიავოთ, რომ მოჩვენებები არ დავინახოთ. ექიმები ამბობენ, რომ ჟანგბადის ნაკლებობამ შეიძლება თავბრუსხვევა, ბოდვა და ჰალუცინაციები გამოიწვიოს, ასე რომ ამ ვარიანტის გამორიცხვა არ ღირს.

Astrologia

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ უბრალოდ შიშის შეგრძნება მოგვწონს. ნევროლოგები ამტკიცებენ, რომ ამ დროს ადამიანის ტვინი გამოყოფს დოფამინს - ჰორმონს, რომელიც კმაყოფილებასთან არის დაკავშირებული. და ფაქტი, თუ რამდენი დოფამინის რეცეპტორი გაქვთ, გავლენას ახდენას იმაზე, ხართ თუ არა ადამიანი, რომელსაც საშინელებათა ფილმი უყვარს, თუ ადამიანი, რომელსაც მოჩვენებების სწამს და მასთან შეხვედრას ელოდება.

წყარო

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?