როდის გრძნობენ შეურაცხყოფილად თავს ზოდიაქოს ნიშნები

როდის გრძნობენ  შეურაცხყოფილად თავს ზოდიაქოს ნიშნები

სხვადასხვაგვარია, ზოგს თუ ამბიციები არ ასვენებს და მზადაა სასწორზე დადოს ყველაფერი საკუთარი პატივმოყვარული მისწრაფებების გასამართლებლად, ვიღაც უფრო ლოიალური და მიმტევებელია აგრესიის ან უსამართლობის მიმართ, რომელსაც მის მიმართ იჩენენ გარშემო მყოფები. ეს ყველაფერი კი ზოდიაქოს ნიშნისა და მისთვის დამახასიათებელი სახასიათო შტრიხების მიხედვით დგინდება. მაინც როდის და რა სიტუაციაში გრძნობენ თავს ზოდიაქოს ნიშნები შეურაცხყოფილად და რა უნდა გავითვალისწინოთ საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობაში ჩვენდაუნებურად არ გადავკვეთოთ ე.წ. "აკრძალული წითელი ხაზი".

ვერძი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მასზე უკეთ შეეცდებით საქმის კეთებას და ამას დემონსტრატიულად დაანახვებთ სხვებს.

კურო თავს შეურაცხყოფილად იგრძნობთ, თუკი ვინმე ცდილობს მისი ფინანსებით ისარგებლოს ბოროტად ან ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ცადოს მისი "გაცურება".

ტყუპი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი საშუალებას არ მისცემთ საკუთარი აზრები აფრქვიოს და იძულებულია ჩუმად იჯდეს ცხარე პოლემიკისას.

კირჩხიბი თავს შეურაცხყოფილად იგძნობს, თუკი თქვენ მის ოჯახის წევრებს გააკრიტიკებთ ან დასცინებთ თუნდაც სამართლიანად.

ლომი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მისი ავტორიტეტი არაფრად ჩააგდეთ ან აბუჩად აიგდეთ მისი მიღწევები.

ქალწული თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მას არაპუნქტუალურობასა და ქაოსურობაში სდებთ ბრალს.

სასწორი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი ეუხეშებით და უტაქტო ტონით მიმართავთ ხალხის თვალწინ.

მორიელი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი ტყუილსა და ორპირობაში გამოგიჭირათ ან იგრძნო, რომ მის გავლენას არ ემორჩილებით.

მშვილდოსანი თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მის ხუმრობაზე არ გაგეცინებათ.

თხის რქა თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი მის პროფესიულ დამსახურებას არ აღიარებთ.

მერწყული თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი ეტყვით, რომ ის სხვებს გავს. ან ვიღაცას გაგონებთ.

თევზები თავს შეურაცხყოფილად იგრძნობს, თუკი ოცნებებსა და რომანტიკულ გატაცებებს დასცინებთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?