როდის გრძნობს თავს უბედურად ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როდის გრძნობს თავს უბედურად ადამიანი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ნებისმიერი ჩვენგანისთვის არსებობს საქმე, გარემო ან სიტუაცია, როცა თავს არაკომფორტულად, დათრგუნულად ან უბრალოდ უბედურად ვგრძნობთ. ერთს თუ მთებზე ცოცვა და ექსტრემალური სპორტი ბედნიერების მწვერვალად მიაჩნია, სხვამ შესაძლოა იგივე საქმიანობისას საშინელი პანიკა და შიში განიცადოს... მოკლედ, დღეს გვსურს იმაზე ვისაუბროთ, მაინც რა აიძულებთ ზოდიაქოს ნიშნებს, რომ თავი უბედურად იგრძნონ...

ვერძი უბედურია მაშინ, თუ მისი მოქმედების თავისუფლება და ლიდერული სულისკვეთება იზღუდება. ის ვერ აიტანს მეორეხარისხოვან როლს.

კურო უბედურია მაშინ, როცა მატერიალური სტაბილურობა არ გააჩნია. როცა იცის, რომ სახლში გემრიელი საჭმელი არ აქვს.

ტყუპი უბედურია მაშინ, როცა ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფება და არ აქვს საშუალება სხვა ადამიანებს გაუზიაროს საკუთარი იდეები და შთაბეჭდილებები.

კირჩხიბი უსაზღვროდ უბედური იქნება, თუ მას რაიმე მიზეზით დიდი ხნით მოაცილებთ ოჯახის წევრებსა და მშობლიურ სახლს.

ლომი უბედური და შეურაცხყოფილია, როცა მის ავტორიტეტს არ აღიარებს საზოგადოება, როცა უბრალო, რიგით მოკვდავად მიაჩნიათ.

ქალწული საშინლად უბედურია, თუკი რაიმე მიზეზის გამო ქაოსში უწევს ცხოვრება. სისუფთავისა და ეტიკეტის ნორმების დაუცველობა მისთვის სიკვდილის ტოლფასია.

სასწორი უბედურია მაშინ, როცა არ ჰყავს გვერდით პარტნიორი, სიყვარულის ობიექტი და არ გრძნობს თავს შეყვარებულად.

მორიელი უბედურია მაშინ, როცა ცხოვრება ზედმეტად დალაგებულად, მშვიდად და უხიფათოდ მიედინება. როცა არ აქვს შანსი გარშემო მყოფები (ფარულად მაინც) აკონტროლოს.

მშვილდოსანი უბედურია მაშინ, როცა ართმევენ საშუალებას იწანწალოს და იმოგზაუროს. როცა ხვდება, რომ მის ხუმრობაზე ხალხს აღარ ეცინება.

თხის რქა უბედურია მაშინ, როცა ხედავს, რომ მისი შრომა არ ფასდება ჯეროვნად. როცა ხედავს, რომ პატივს არ სცემენ მის გამოცდილებასა და ცოდნას.

მერწყული უბედურია მაშინ, როცა აიძულებენ საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს აუწყოს ფეხი. როცა მისგან მოითხოვენ, რომ იყოს "ერთი ჩვეულებრივი".

თევზები უბედურია მაშინ, როცა ამის სურვილი გაუჩნდება. მას ტანჯვაშიც კი შეუძლია ბედნიერება ჰპოვოს.

აპრილის ტარო - პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

რა საერთო აქვს 2020 წელს 1968-სთან? - ასტროლოგიური კავშირი და მსოფლიო ტრაგიკული მოვლენების ტალღა ნახევარი საუკუნის წინ

"თქვენი ყველაზე ცხადი მოგონებებიც კი მცდარია" - 25 საინტერესო ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც არ გსმენიათ