თუ არ გიმართლებთ საქმეებში, სიყვარულსა და ცხოვრებაში, თმის შეჭრა გამოცდილ, თქვენზე უფროს სტილისტს მიანდეთ. თუ ცხოვრებით კმაყოფილი ხართ, ახალგაზრდა, თქვენი ასაკის ადამიანს შეაჭრევინეთ თმა. მისი ენერგეტიკა თქვენსაზე არ იმოქმედებს. არასდროს შეიჭრათ თმა თავად.
თმის შეჭრამდე აუცილებლად ჩაიხედეთ მთვარის კალენდარში. თუ თმის გაზრდა გსურთ, თმა მზარდი მთვარის პერიოდში, სავსემთვარეობამდე შეიჭერით. თუ თმის ძირების გაძლიერებს თმის ცვენის შეჩერება გსურთ, სალონს მთვარის კლების პერიოდში ეწვიეთ.
არასდროს შეიჭრათ თმა ახალმთვარეობასა და სავსემთვარეობაზე. აგრეთვე მზისა და მთვარის დაბნელებისას და მთვარის შემდეგ დღეებში: 9, 15, 23 და 29.
თმის შეჭრა, როცა მთვარე ზოდიაქოს კონკრეტულ ნიშანს გაივლის
მთვარე ვერძში: კარგი დღეა თმის შესაჭრელად, მაგრამ არც თმაზე და არც ვარცხნილობაზე გავლენას არ იქნონებს. ამ დღეს შეჭრილი თმა გაგიძლიერებთ იმუნიტეტს.
მთვარე ლომში: თუ თმას ასეთ დღეს შეიჭრით, ლამაზი, ხშირი და მბზინვარე გაგეზრდებათ.
მთვარე მშვილდოსანში: კარგი დღეა თმის შესაჭრელად; გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება კოლეგებთან და კარიერული წინსვლა გელით.
მთვარე ტყუპსა და სასწორში: შეჭრის შემდეგ თმა სწრაფად იზრდება.
მთვარე მერწყულში:
თმის შეჭრას არ გირჩევთ. მოსალოდნელი თმის ცვენის დაწყება.
მთვარე კირჩხიბში: ვარცხნილობას დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნდება ფორმა. თმა დამყოლი გახდება.
მთვარე მორიელში: არ გირჩევთ. შეიძლება გაგირთულდეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და საერთოდ საწინააღმდეგო სქესთან.
მთვარე თევზებში: თმის შეჭრამ შეიძლება ქერტლი გაგიჩინოთ.
მთვარე კუროში, ქალწულსა და თხის რქაში: განსაკუთრებით კარგი პერიოდია თმის შესაღებად და დასახვევად ან გასასწორებლად.
თმის შეჭრა კვირის დღეების მიხედვით
ორშაბათს
(მფარველი პლანეტა მთვარე) - თმის შეჭრით გათავისუფლდებით მოწყენილობისა და ნეგატივისგან. მაგრამ ორშაბათს თმას ნუ შეიჭრით, თუ სამშაბათს, ოთხშაბათს ან კვირას დაიბადეთ.
სამშაბათს (მფარველი პლანეტა მარსი) - თუ სიახლე გაკლიათ, ჯანმრთელობა შეგერყათ ან უბრალოდ მოწყენილი ხართ, შეიჭერთ თმა, მაგრამ სამშაბათს თმის შეჭრა არ შეიძლება მათთვის, ვინც პარასკევს დაიბადა.
ოთხშაბათს (მფარველი პლანეტა მერკური) - შეიჭერით თმა, თუ კონტაქტების გაუმჯობესება, სწავლისთვის მომზადება, აზრებისა და ცხოვრების დალაგება გსურთ, მაგრამ ამ დღეს თმის შეჭრა არ შეიძლება ხუთშაბათს დაბადებული ადამიანისთვის.
ხუთშაბათი (მფარველი პლანეტა იუპიტერი) - თუ გგონიათ, რომ წარმატებამ ზურგი გაქციათ, გიჭირთ გარშემო მყოფებთან საერთო ენის გამონახვა, თმა ამ დღეს შეიჭერით, თუმცა თუ ოთხშაბათს დაიბადეთ, ვარცხნილობის შეცვლას არ გირჩევთ.
პარასკევს (მფარველი პლანეტა ვენერა) - კარგი თმის შეჭრა, თუ ახალი ნაცნობების, მეგობრების, სასიყვარულო პარნიორების გაჩენა გსურთ. თუ პირადი ცხოვრება გაკმაყოფილებთ, პარასკევს თმა არ შეიჭრათ. არ შეიჭრათ იმ შემთხვევაშიც, თუ სამშაბათს დაიბადეთ.
შაბათი (მფარველი პლანეტა სატურნი) - თმის შეჭრა ხელს უწყობს თმის გაძლიერებასა და პოზიტიურ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. მოგარიდებთ ნეგატივს, მაგრამ ნუ შეიჭრით თმა, თუ კვირას დაიბადეთ.
კვირა (მფარველი პლანეტა მზე) - ცუდი დღეა თმის შესაჭრელად.