როდის სჯობს სახლის დაგვა და რა როლს თამაშობს ოჯახის კეთილდღეობაში ცოცხი?

როდის სჯობს სახლის დაგვა და რა როლს თამაშობს ოჯახის კეთილდღეობაში ცოცხი?

ნეგატივის სახლიდან გახვეტა

რიტუალი ტარდება კლებადი მთავრის დროს კარგად გამოგავეთ სახლი. მოაგროვეთ ნაგავი კართან. ჩაყარეთ პარკში და გადაყარეთ ქუჩის ურნაში. "წაიღე ყველაფერი ცუდი". თქვით და წამოდით, უკან არ მიიხედოთ.

როდის გამოვხვეტოთ ბინა:

ორშაბათს - უმჯობესია ხელი არ მოკიდოთ ცოცხს. ფინანსურ კეთილდღეობას გახვეტავთ სახლიდან.

სამშაბათს - ფულს იპოვით, ვალს დაიბრუნებთ.

ოთხშაბათს - კარგ ვაჭრობასა და შემოსავლის გაზრდას გპირდებათ.

ხუთშაბათს - სახლიდან გახვეტავთ უბარაქობას. მთავარია, კარი და ფანჯრები გააღოთ, რომ ცუდი ენერგია სახლიდან გავიდეს.

პარასკევს - შეიძლება მოულოდნელად გაფლანგოთ მთელი დანაზოგი.

შაბათს - ფულს მოიზიდავთ. რაც უფრო გულმოდგინეთ გამოგვით კუთხეებს მით უკეთესია.

კვირა - არავითარ შემთხვევაში რა დაალაგოთ სახლი. ბედნიერებას დააფრთხობთ.

Astrologia

ცოცხის რჩევები

თუ ცუდი ადამიანი გესტუმრათ, ვინც არ გესიმპათიურებათ, მისი წასვლისას, ცოცხი გადააგდეთ, თითქოს მას ესვრით, სადაც დავარდება მთელი ღამე იქ დატოვეთ. დილით, გარეთ გაფერთხეთ და ისე შეიტანეთ სახლში.

თუ ახალი ცოცხის ყიდვა გაადწყვიტეთ, მზარდი მთვარის პერიოდს დაელოდეთ. სახლში მიტანისას სურვილი ჩაუთქვით, ის მალე აგისრულდებათ.

ცოცხი უმჯობესია, ორშაბათს, სამშაბათს ან ხუთშაბათს იყოდოთ. თუ გსურთ, ბარაქა არ გამოგელიოთ, მამაკაცისგან შეიძინეთ. სახლში მიტანისას მწვანე ლენტი შეაბით. ფინანსები რომ მოიზიდოს. ბინის პირველი დაგვისას იატაკზე მონეტები დაყარეთ. გამოგვისას კი თქვით: "ფულს ვხვეტავ, ბარაქას ვაგროვებ". მოგროვებული მონეტები ერთად შეაგროვეთ და ცოცხის უკან დამალეთ, სადაც მას ადგილს მიუჩენთ.

დაბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ გამოხვეტოთ სახლი მზის ჩასვლის შემდეგ.

მოამზადა რუსუდან გელაშვილმა

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?