ალბათ კონფლიქტურ სიტუაციაში, სადაც საკუთარი მოსაზრების დაცვა ხშირად პიროვნული თვითშეფასებისა და ღირსების დაცვის საკითხია. თუმცა, ადამიანები იმის მიხედვით თუ რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადნენ ინდივიდუალურად აგვარებენ კონფლიქტებს და კონფრონტაციის გზებიც განსხვავებული აქვთ.
ვერძი - როგორც წესი, კონფლიქტის ინიციატორია მუდამ. უთანხმოების მოგვარებას აგრესიითა და ხმამაღალი საუბრით ცდილობს. აქტიურად ეცდება მოწინააღმდეგეს საკუთარი უპირატესობა დაანახვოს.
კურო - მაქსიმალურად არიდებს თავს ჩხუბს და ალიაქოთს. ეს ყველაზე მომთმენი ნიშანია. თუმცა, თუ მაინც მოახერხეთ მისი წყობიდან გამოყვანა, იცოდეთ, რომ იგი უკან არაფერზე დაიხევს.
ტყუპი - "ენით" იცავს საკუთარ თავს. შეუძლია ნებისმიერი სირთულის ბატალიები მოიგოს სიტყვიერად. დაგარწმუნებს, რომ შავი რეალურად თეთრია.
კირჩხიბი - ძირითადად იბუტება, თუკი რაიმე არ აკმაყოფილებს. კონფლიქტის შემთხვევაში საკუთარ თავში იკეტება და მანამ არ "გამოიდარებს", სანამ წყენა კარგად არ გადაუვლის.
ლომი - კონფლიქტის შემთხვევაში ემოციურად და ხმაურიანად იცავს საკუთარ მოსაზრებას. ვერასოდეს ეგუება წაგებას. ამიტომ, როგორც წესი, არც საკუთარი შეცდომების აღიარება ახასიათებს.
ქალწული - იშვიათად ბრაზობს ისე, რომ საღად განსჯის უნარი დაკარგოს. როგორც წესი, ყოველთვის აანალიზებს სიტუაციას და ცდილობს "არც მწვადი დაწვას, არც შამფური".
სასწორი - აგრესიასა და ჩხუბს ორგანულად ვერ იტანს. ამიტომ ყოველთვის არჩევს მისთვის მიუღებელ მოსაზრებასაც კი დათანხმდეს, ოღონდ კონფლიქტში არ ჩაითრიოს ვინმემ.
მორიელი - აგრესიული და დიქტატორული თვისებების მქონე ნიშანია. თუმცა, შეუძლია კონფლიქტის შემთხვევაში ემოციები მოთოკოს და ცივი გონებით იმოქმედოს. სამაგიეროდ, ყოველთვის გამოდის გამარჯვებული.
მშვილდოსანი - ემოციური, ფეთქებადი და იმპულსურია. მეგობრულია, თუმცა ვერ იტანს, როცა მის მოსაზრებას არ აფასებენ და სასაცილოდ იგდებენ მის შეხედულებებს. უკომპრომისოა კამათში.
თხის რქა - გაწონასწორებული და მოზომილია, იშვიათად ავლენს აგრესიას კონფლიქტის დროს. ყოველთვის შეუძლია ცივი გონებით შეაფასოს სიტუაცია. თუმცა, საკუთარი პოზიციიდან ვერავინ გადაახვევინებს.
მერწყული - მაქსიმალურად გაურბის კონფლიქტებს და ცდილობს სიტუაცია მშვიდი დიალოგით გამოასწოროს. მის ფსიქოლოგიაში არასოდეს შედის აგრესია. ყოველთვის მომხრეა გაიმარჯვოს მეგობრობამ.
თევზები - რბილი, მომთმენი და დიდსულოვანია. წყენის მოთმენაც ხანგრძლივად შეუძლია, რაც არ უნდა გააბრაზოთ, იშვიათად გამოდის წყობიდან. თუმცა, შეუძლია იწუწუნოს და ამით გაცილებით უფრო შეგილახოთ იმიჯი.