როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, მისი გარეგნობის მიხედვით

როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანი, მისი გარეგნობის მიხედვით

ასტროლოგი პრაქტიკიდან გამომდინარე, მარტივად გეტყვით ამა თუ იმ ადამიანის გარეგნობის მიხედვით თუ როდის შეიძლება იყოს დაბადებული იგი და კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება. თუმცა გარეგნობა მაინც მაცდურია. შესაბამისად, საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე ვიმსჯელოთ, ხშირად საჭიროა მის პირად რუკასაც გადავხედოთ, იმიტომ რომ არსებობს ცნება - ასცენდენტის ნიშანი, რომელიც განაპირობებს ჩვენს ვიზუალურ იმიჯს და საზოგადოებაზე შთაბეჭდილების მოხდენის უნარს. თუმცა, ეს უფრო ღრმად პროფესიონალური, ასტროლოგიური სჯა-ბაასის საგანია. დღეს კი მინდა მარტივი მეთოდები გასწავლოთ, როგორ ამოვიცნოთ ადამიანის ზოდიაქო მისი გარეგნობის მიხედვით:

ვერძებს - უმეტესად ღია ფერის თვალები აქვთ (მწვანე, ლურჯი ან ჭრელი). გამოხედვა თამამი, სახის ნაკვთები (განსაკუთრებით შუბლ-ცხვირის არე) გამოკვეთილი.

Astrologia

კუროებს - სხეულის ფუმფულა ან მასიური ფორმებით გამოარჩევთ. ხშირად მუქი შავი ან ყავისფერი (ბოჩოლასავით გამოხედვის მქონე) თვალები აქვთ. მანერები და გამოხედვა მშვიდი, გაწონასწორებული.

Astrologia

ტყუპს სახის ნაკვთები გამოკვეთილი აქვთ, თითქოს გამოაქანდაკეს. ხშირად აქვთ კუთხოვანი ცხვირი და ნიკაპი. თვალების ცეცება უყვართ საუბრის დროს. თვალის ფორმა პატარა და ღრმად ჩამჯდარი აქვთ ფოსოებში.

Astrologia

კირჩხიბებს შორის ორი ტიპის ხალხი გვხვდება: ერთი - დაბალი, მრგვალთავიანი და მომრგვალებულნაკვთებიანი, პუტკუნა, სასიამოვნო ტიპის. მეორე კი მაღალი, ასიმეტრიული ნაკვთებით და წინ წამოწეული ქვედა ყბით, რომელიც მეჩხერ კბილებთან ერთად ძალზე თვალშისაცემია.

Astrologia

ლომების ცნობა თვალის ფორმით და ხუჭუჭა ქოჩორით შეგიძლიათ. ლომს ლამაზი, გამჭვირვალე და გვერდებში კატასავით აპრეხილი თვალის ჭრილი აქვს. თმა მუდამ ურჩი და დაუმორჩილებელი, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ არის ხუჭუჭა. მანერები - გრაციოზული. მზერა - ამაყი და ზარმაცი.

Astrologia

ქალწულებს სახის დახვეწილი, თითქოსდა კონტურებით გამოყვანილი ნაკვთები აქვთ. თვალები პატარა ფორმის და ულამაზესი. სხეულის პროპორციულობით გამოირჩევიან. მანერები მოწესრიგებული, გაწონასწორებული. სიარულის მანერა სპეციფიკური (თითქოს მიითრევენ ერთ ფეხს მსუბუქად).

Astrologia

სასწორებს ე.წ. "ვენერას ნიშნებით" ამოიცნობთ, რომელიც ლოყებზე სიცილის დროს ლამაზი ნაჩხვლეტებით გამოიხატება. სასწორის ზოდიაქო ყველაზე ლამაზ ხალხს წარმოშობს. ამიტომ სასწორის ცნობა არასოდეს გაგიჭირდებათ.

Astrologia

მორიელს სახის გამოკვეთილი ნაკვთები აქვს. უმეტესად კეხიანი და დიდი ცხვირი. თვალები ხშირად მუქი, გამოხედვა ეჭვიანი და იქედნური. ხშირად ატარებენ სათვალეს. კბილები მეჩხერი, სახის კანი - მუქი.

Astrologia

მშვილდოსანს გამოხედვა გულღია და ღიმილიანი აქვს. თვალები პატარა, მოძრავი და მზერა მუდამ მოცინარი. სიარულის მანერა ჩქარი, წინ გადაზნექილი (თითქოს ასაფრენად ემზადება).

Astrologia

თხის რქას სახის რაფინირებული ნაკვთები აქვს. მზერა დაჟინებული, ოდნავ ცივი და სევდიანი. არისტოკრატულად გამოიყურებიან. ხშირად აქვთ ცუდი კბილები და ულამაზო წყობა.

Astrologia

მერწყული ხშირად გვხვდება როგორც საკმაოდ ტანსრული, ისე გამხარი ხალხიც. ვიზუალურადაც სხვადასხვანაირები არიან მაგრამ გამოხედვა აქვთ მეგობრული, საუბრის მანერა - გულღია. მზერა - მოხტუნავე და მოარული. ხუჭუჭი ან თხელი თმა აქვთ.

თევზები გარეგნულად ყურადღებას იქცევენ თვალებით. უმეტესობას აქვს თვალის დიდი ჭრილი, გამჭვირვალე ლურჯი ან მწვანე ფერის თვალები. ქუთუთოები ხშირად გადმომჯდარი. მზერა ინდეფერენტული და აუღელვებელი.