ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრება მარტოოდენ ერთი კონკრეტული რგოლია, ინკარნაციის დიდ ჯაჭვში. ჩვენი სული, არა ერთ არამედ რამდენიმე ცხოვრებას გადის საიმისოდ, რომ მან შეძლოს ევოლუცია და წარსული ცოდვებისგან გათავისუფლება. ამიტომ მოვლენები და ადამიანები, რომელთაც ჩვენ ცხოვრებაში ვიზიდავთ, სულაც არ არის შემთხვევითობა. მით უმეტეს, ხშირად კარმულია ჩვენი სასიყვარულო კავშირები. თუმცა, საიმისოდ, რომ კარმული პარტნიორი ამოვიცნოთ, რამდენიმე, მნიშვნელოვან მახასიათებელს უნდა დავაკვირდეთ ურთიერთობაში.
1. მოულოდნელობა - როგორც წესი, ნაცნობობა ძალზე არაორდინალურ გარემოში ხდება, ხშირად კონფლიქტით ან კამათით.
2. ასაკში სხვაობა - ძალიან ხშირად პარტნიორებს შორის ასაკობრივი სხვაობა ფიგურირებს - 6/10 წელი.
3. სისწრაფე - კარმული წყვილის რომანი ელვისუსწრაფესად ვითარდება და როგორც წესი, ქორწინება რეკორდულ დროში შეიძლება მოხდეს.
4. საცხოვრებელი ადგილის ცვლა - ძალზე ხშირად კარმულ კავშირებს თან სდევს ერთი პარტნიორისთვის საცხოვრებელი ადგილის კარდინალურად ცვლის აუცილებლობა. ემიგრაცია, გადაბარგება სხვა ქალაქში.
5. სირთულეები შთამომავლობის გაგრძელების კუთხით - ძალიან ხშირად, კარმული წყვილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ მათ არ ჰყავთ ბავშვი. ზოგიერთის ცხოვრებაში ეს ფაქტორი გადამწყვეტია და მას ხშირად მიჰყავს კონფლიქტებამდე წყვილი. თუმცა ხშირ შემთხვევაში ნანატრი შვილი წლების შემდგომ მაინც ჩნდება ხოლმე. უბრალოდ, წყვილს უწევს ამისთვის ბევრი ემოციური თუ სულიერი რესურსის გაღება.