მომტანი პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში გადავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდიდან მოყოლებული უახლოესი ერთი წლის მანძილზე განსაკუთრებით უმართლებთ მორიელის, კირჩხიბისა და თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თუმცა, იუპიტერის ტრანზიტი დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებსაც არ დასწყვეტს გულს.
ვერძებს ფინანსურ წინსვლას ჰპირდება (აჯობებს საკუთარი საქმის წამოწყება).
კუროებს პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას - ბედნიერი ქორწინების შანსებს.
ტყუპს პროფესიულ წინსვლასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კირჩხიბებისთვის
შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენის დროა, ურიგო არ იქნება იფიქროთ ბავშვის გაჩენაზე ან ფულის შოვნაზე ჰობის მეშვეობით.
ლომისთვის ოჯახურ და პარტნიორულ კავშირებში სიმშვიდის წელიწადი იწყება. ბევრი კონფლიქტი მოგვარდება ამ დროს.
ქალწულების დიდი ნაწილი ბევრს იმოგზაურებს, ახალ მეგობრებს შეიძენს და გაიფართოვებს ჰორიზონტებს.
სასწორები გამომუშავების ახალ წყაროს იპოვიან - გამორიცხული არაა ბევრმა შეიცვალოს სამსახური.
მორიელისთვის პიროვნული ზრდისა და ახალი გამოწვევების წელია. ერთ-ერთი წარმატებული ამასთანავე.
მშვილდოსანს იუპიტერი დაგროვილი ცოდნის და გამოცდილების რეალურად გამოყენების შანსებს მისცემს. გაგიჩნდებათ ფარული მფარველები და კეთილისმყოფელები. შველა იქიდან მოვა საიდანაც არ ელით.
თხის რქისთვის ეს წელი დიდი ხნის ოცნებების ახდენის და ახალი მეგობრების/თანამოაზრეების შეძენის წელია.
ხოლო მერწყული მომავალ ოქტომბრამდე სამსახურებრივი ან თანამდებობრივი წინსვლის შანსებს მიიღებს.
დაბოლოს, თევზებისთვის
ამ პერიოდიდან იწყება დრო, როცა შესანიშნავად წარიმართება სწავლის გაგრძელების ან უცხოეთთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი.