მიღებული კომპლექსების გამო იტანჯება ან ვერ ახერხებს წინსვლას. მაღალი თვითშეფასება აუცილებელია პირობაა საიმისოდ, რომ ადამიანი წარმატებული გახდეს. შინაგანი შიშებისა და კომპლექსების დაძლევის გზა კი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარია.
ასე მაგალითად ვერძისთვის თვითშეფასების ამაღლების საუკეთესო საშუალებაა რაიმე ახლის წამოწყება. საკუთარი თავისთვის ახალი გამოწვევების მიცემა.
კუროსთვის თვითშეფასების ამაღლების გზა ფინანსურ კეთილდღეობაზე გადის. მეტი შემოსავალი - მეტ თავდაჯერებულობას უდრის.
ტყუპისთვის საუკეთესო გზა თვითშეფასების ასამაღლებლად არის ის, რომ მისი ნათქვამი იყოს სხვებისთვის საინტერესო. კარგია სხვებს საკუთარი ცოდნა გადასცეს.
კირჩხიბს თვითშეფასებას ოჯახის წევრების მხრიდან დაფასება და პატივისცემა აუმაღლებს. ამიტომ მან უნდა იზრუნოს, რომ სანიმუშო იყოს ამ ადამიანების თვალში.
ქალწულს თვითშეფასებას კარგად შესრულებული სამუშაო და ზოგადად შრომა უმაღლებს. როცა მან იცის, რომ მისი შრომა სარგებლის მომტანია, იგი ბევრად უფრო მოტივირებული და ბედნიერი იქნება.
მშვილდოსანს თვითშეფასებას საზოგადოებაში დაფასებული და ჭკუის საკითხავი კაცის იმიჯი აუმაღლებს. მშვილდოსნებს უყვართ სხვებისთვის მორალის კითხვა. თუმცა, ეს არ უნდა გაცდეს ზომიერების ფარგლებს.