ვერძი
ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი მუდამ ფუტკარივით ბზუის, რადგან სჯერა, რომ შრომა ფასდება და თავს არ ზოგავს. მაგრამ, როცა ამ რეჟიმში ატარებ კვირის თითოეულ დღეს, ორგანიზმიც იღლება და ცალკე აღებული გონებაც. სწორედ ესაა თქვენი გაზარმაცების მიზეზი. გაცხრილეთ დღის განრიგი და გააჩინეთ მასში ”ფანჯრები". 3-4 საათი თავაუღებლად იმუშავეთ? ნამდვილად იმსახურებთ 30-40 წუთიან შესვენებას, რომელსაც სრულად განსხვავებულად დაუთმობთ დროს. თუ მუდამ კითხულობთ და წერთ, ადექით და გაისეირნეთ, იშოპინგეთ, შეხვდით მეგობრებს. თუ ფეხზე დგომა გიწევთ, ჩამოჯექით და რაიმე წაიკითხეთ. საუკეთესო დასვენებად საქმიანობის შეცვლა ითვლება.
კურო
ზოგადად კურო საკმაოდ შრომისმოყვარეა, მაგრამ პერიოდულად ისე ზარმაცდება, რთულია სხვა ასეოდენ არხეინად დატკბეს უსაქმურობით და ყოველგვარი კონტროლი დაკარგოს თავზე. როგორც კი მობილურს აიღებს და ”ერთი წუთით წამოწვება", მწოლიარე მდგომარეობა ლამის სამარადისოდ იწელება. გამოიწვიეთ თქვენი თავი: ყოველთვის, როცა სხეული მოდუნდება და თვლემას მოგთხოვთ, ადექით და საქმე გაიჩინეთ, თუნდაც სახლი დაალაგეთ ან ეზო მოაწესრიგეთ. არ შეეჩვიოთ მოდუნებულ პოზიციაში ყოფნას.
ტყუპი
თუ ტყუპს უწევთ იმ საქმის კეთება, რომელიც არ უყვართ, ყველაფერი რთულდება! მაგალითად, თუ ტყუპს სამეცადინო აქვს, ყველაფერზე ფიქრობს, გარდა კონკრეტული საგნისა. შეუძლია კედელს უყუროს და ჩათვალოს, რომ სამყაროში ყველაზე ამოუცნობ კედელს მისჩერებია, რომლის მიღმაც ახალი სამყარო იმალება და მასში შეღწევის გზების ძიება დაიწყოს. თუ ტყუპს ეზიზღება თავისი სამსახური, მუდამ უხარისხოდ შეასრულებს დავალებებს და, რაც მთავარია, დროში გაწელავს. ამ ნიშნით დაბადებულის სიზარმაცეს მისი საკითხისადმი მიდგომა განსაზღვრავს. თუ არ მოგწონთ რაიმე, ხათრით ნუ მოჰკიდებთ ხელს, ასევე აუხსენით უფროსებს, რომ ამ დავალების შესრულების ნაცვლად, რაიმე სხვას, არანაკლებ მნიშვნელოვანს დაუთმობთ დროს. ხოლო თუ სამეცადინო გაქვთ, ეცადეთ წიგნზე კონცენტრირდეთ და არა კედლებზე.
კირჩხიბი
კირჩხიბი ის ნიშანია, სამუშაო პროცესში რომ იკარგება, შესაძლოა კომპიუტერს გამთენიისას მიუჯდეს და ვერ გაიგოს როგორ მოვიდა შუაღამე. ამ ნიშნით დაბადებულებს ყველაფერში სრულად ჩაფლობა სჩვევიათ, მათ შორის სიზარმაცეშიც. თუ კირჩხიბი ერთხელ მაინც აღმოჩნდა აპათეაში, მისთვის რთულია საქმეში დაბრუნება. ფსიქოლოგიურად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, დაარწმუნოთ ის, რომ არ შეიძლება ერთმა საკითხმა - მუშაობა იქნება თუ სიზარმაზე - ბოლომდე მოგიცვათ და სხვა ყველაფერი წაგართვათ.
ქალწული
ალბათ წარმოუდგენლად გეჩვენებათ, რომ ასეთი ორგანიზებული ადამიანი, შესაძლოა ოდესმე გაზარმაცდეს. ამ ნიშნთ დაბადებულ ადამიანს იდეალური განრიგით ცხოვრება ღლის. მაშინ როცა სიზარმაცე შემოუტევს, ყველა ცხრილი და დროის მართვის გზები სტრესულად და განუხორციელებლად ეჩვენება. ამ დროს ქალწული დროებით მაინც უნდა შეელიოს თვითკრიტიკასა და პერფექციონიზმს, უბრალო მოკვდავივით უნდა იცხოვროს, ანუ აკეთოს ის, რაც სიამოვნებს და მოტივაციას უმაღლებს, თუნდაც მის სეროზულ იმიჯს ვნებდეს.
სასწორი
ამ ნიშნით დაბადებულებისთვის სიზარმაცე განსაკუთრებით საშიშია, რადგან მდგომარეობაში გაჭედვა სჩვევია. ზოგიერთი მათგანი ვერც ამჩნევს, რომ მუდამ მობილურშია ან დროს ფილმების ყურებასა და მუსიკის მოსმენაში ატარებს. როგორ უნდა მოიქცეთ? ჯერ დასაჯეთ თავი, აღარ უყუროთ საყვარელ სერიალს. მერე კი დოზირებულად მიაწოდეთ ის, რაც კომფორტის ზონას უქმნის. როცა ”ურჩი მე" გეტყვით, კიდევ ერთი სერია ვნახოთო, სასტკი უარით გაისტუმრეთ.
მორიელი
თუ ტვინი გაგეთიშათ და აზროვნება აღარ უნდა, ნუ დააძალებთ. სწორედ თავთან უკიდურესი წინააღმდეგობა და შინაგანი ბრძოლები გაზარმაცებთ, რადგან დიდ ენერგიას გართმევთ. ისწავლეთ მოცემულობის მიღება და დასვენება. შესაძლოა ფიქრობდეთ, რომ დროს კარგავთ, მაგრამ სინამდვილეში სწორედაც რომ ზოგავთ. რა სჯობს? სიზარმაცეში გატარებული მთელი ერთი კვირა თუ დასვენებისთვის განკუთვნილი ორი საათი?
მშილდოსანი
მშვილდოსანმა მეგობრები უნდა დაიხმაროს იმისთვის, რომ სიზარმაცის ჭაობიდან ამოაღწიოს. შეხედეთ მათ - სწავლობენ, მუშაობენ, ვარჯიშოებ, იბრძვიან იდეებისთვის. თუ თქვენი ისინი დროს ფუჭად ფლანგავენ და აზარტული თამაშების ან კანაფის მოწევის გარდა არაფერი აინტერესებთ, დროა სამეგობრო წრე შეიცვალოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სიზარმაცეში გაატარებთ მთელ ცხოვრებას.
თხი რქა
ამ ნიშნით დაბადებულებისთვის ნამდვილი შოკია, როცა აცნობიერებენ, რომ გაზარმაცდნენ. მოერიდეთ სტრესსა და ნერვიულობას, ამ შემთხვევაში უსაქმურობის სურვილიც არ შემოგაწვებათ.
მერწყული
მერწყულს ფიქრები და მომავლის იდეები ისე გაიტაცებენ ხოლმე, რომ საქმის კეთების სურვილი უქრება, ოცნებებში დარჩენა ურჩევნიათ, იქ ხომ ყველაფერი ასეოდენ იოლია. თუ დიდხანს დარჩებით უსაქმოდ, შესაძლოა აპათეამ მოგიცვათ და თქვენი დიადი აზრებიც კი აღარ მოგეჩვენოთ მომხიბვლელად და რეალურად, ამიტომ ყოველთვის, როცა გაზარმაცდებით, ადექით და იმოქმედეთ - აკეთეთ ის, რაზეც ფიქრობთ.
თევზები
ზარმაცუნა თევზები დღის დიდ ნაწილს ძილში ატარებენ, თუ საწოლიდან ადგომის გარდაუვალი აუცილებლობა არ არსებობს. მათ ხშირად მოტივაცია აკლდებათ საქმეების გრძელი სიის შესასრულებლად, ამიტომ თუ თევზს სიზარმაცის დამარცხება სურს, საკუთარ თავს შესრულებული სამუშაოსთვის საჩუქარს უნდა დაჰპირდეს.