როგორ დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მერწყულს

როგორ დავუმეგობრდეთ ზოდიაქოს ნიშნებს, რჩევები მერწყულს

თევზებს არ უყვარს, როცა ბატონობენ, მაგრამ არც ვალდებულებების შესრულებას ჩქარობს. მათ რბილად უნდა მიუდგეთ, ამასთანავე, თევზები ძალიან გულისხმიერები არიან და რთულ სიტუაციაში არასდროს მიგატოვებენ.

ვერძი მშვენიერ მეგობრობას გაგიწევთ, თუ ხანდახან მის მბრძანებლურ ტონს ყურადღებას არ მიაქცევთ. გახსოვდეთ, რომ ვერძის წყენინება ძალიან ადვილია და ისე იმოქმედეთ, რომ საკუთარი საქმე არ დააზარალოთ.

კუროსთვის მეტად ექსცენტრიკული ხართ. საერთო შტრიხი მარტო კონსერვატიულობა გაქვთ. გახსოვდეთ ეს, რათა კურო არ დაადანაშაულოთ სიზანტეში, აუღელვებლობასა და ანგარიშიანობაში. მაგრამ თუ მის მიმართ მომთმენი იქნებით, კურო მზრუნველობასა და სითბოს არ მოგაკლებთ.

ტყუპი ისეთივე გადარეულია, როგორც თქვენ ამიტომ ერთმანეთის ზოგჯერ უსიტყვოდაც კი გესმით. შეიძლება ხანდახან მოგეჩვენოთ, რომ ტყუპი მატყუარაა, მაგრამ მას ხომ ფანტაზიორობა, მოვლენების შელამაზება უყვარს. მიიღეთ ის ისეთი, როგორიცაა და ერთად ბევრ სასწაულს ჩაიდენთ.

კირჩხიბი წვრილმანებს დიდ ყურადღებას აქცევს, მუდმივად ფორიაქობს, უყვარს უფროსობა, თქვენ გაგიჭირდებათ მისი მოთმენა. ნუ აიძულებთ მას ყველა საიდუმლოს გამჟღავნებას. მიიღეთ მისი დარიგება და მზრუნველობა.

ლომი თქვენი ოპოზიციური ნიშანია, ამასთანავე თქვენზე ჯიუტი. მან შეიძლება თავი მოგაჩვენოთ, რომ თქვენი მეგობარია, მაგრამ სინამდვილეში, ის მეტად ამაყია და თქვენგან მხოლოდ პატივისცემასა და მზრუნველობას მოითხოვს.

ზრდილობიან, ძველმოდურ, პრაქტიკულ და მომთმენ ქალწულს , როგორც კი სახეზე უკმაყოფილებას შეამჩნევთ, დაიწყეთ მისი გამხიარულება. გახსოვდეთ, რომ თქვენი იდეებითა და ქალწულის შრომისმოყვარეობით ბევრ წარმატებას მიაღწევთ.

სასწორის გაცნობისთანავე ისეთი გრძნობა დაგეუფლებათ, თითქოს ერთმანეთს მილიონი წელი იცნობთ. მის გვერდით თავს მშვიდად და ლაღად გრძნობთ. მასზე ერთგულ მეგობარს ვერსად იპოვით. ნებისმიერი საკითხი შეგიძლიათ ერთად და მარტივად მოაგვაროთ.

მიუხედავად მებრძოლი ხასიათისა, მორიელს ხანდახან უჭირს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია. თქვენ გვერდით კი ის თავს ლაღად გრძნობს. ერთმანეთთან დამოუკიდებლობის, საკუთარი ძალების რწმენა, ძლიერი ხასიათი გაერთიანებთ. მაგრამ გახსოვდეთ, მორიელს არასდროს ავიწყდება წყენა და რაც უფრო მშვიდი გამომეტყველება აქვს სახეზე, მით მალე ამოხეთქავს მისი იმოციურობის ვულკანი.

მშვილდოსანი მეგობრული და გულღიაა. ეშმაკობითა და ხრიკებით არასდროს ჩაგიძვრებათ სულში. მაგრამ ის ხშირად სკეპტიკურადაა განწყობილი და თქვენი ფანტაზიები აფრთხობს. მიუხედავად ამისა, თქვენი მეგობრობა მუდამ იქნება საინტერესო და მხიარული.

თხის რქა

ვერ იტანს ცვლილებებს, მაგრამ თქვენ მისნაირი დასაყრდენი გჭირდებათ ცხოვრებაში. ის არასდროს გიღალატებთ და მიუხედავად თავისი, ერთი შეხედვით, ცივი ტიპაჟისა, საკმაოდ მგრძნობიარე და გულისხმიერია.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?