ან კერძო ბიზნესმა საათივით იმუშაოს, აუცილებელია კარგი კადრების შერჩევა. შესაბამისად, ნებისმიერი კორპორაციის მმართველს მოეთხოვება, გულდასმით შეისწავლოს საკუთარი ქვეშევრდომების ზოდიაქოს ნიშანი. რათა პრიორიტეტებიც შესაბამისად გადაანაწილოს სამსახურში.
ვერძი - ჩააბარეთ ყველაზე რთული პროექტები. ის, რისი "ამოქოქვაც" სხვას არ ხელეწიფება.
კურო - ფინანსები და ბუღალტერიაა მისი სფერო.
ტყუპი - დანიშნეთ პიარის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად. მისი სპეციალიზაცია ლაპარაკია.
კირჩხიბი - არქივი და საბუთები მიანდეთ. ასევე თანამშრომლების გამოკვება.
ლომი - დანიშნეთ ჯგუფის ლიდერად ან რომელიმე განყოფილების უფროსად. მან ზუსტად იცის, ვის რა საქმე უნდა დაავალოს.
ქალწული - ანდეთ აუდიტორული საქმიანობა. ფინანსური ანალიზი და მენეჯმენტი.
სასწორი - გაუშვით იურიდიულ მოლაპარაკებებზე.
მორიელი - ბექ-ოფისში ან რისკების განყოფილებაში მასზე უკეთეს კადრს ვერ ინატრებთ. ადამიანების ცნობა არ ეშლება.
მშვილდოსანი - ანდეთ უცხოეთთან მოლაპარაკებები. ბედნიერი იქნება თუ საშუალება მიეცემა ხშირად იმოგზაუროს.
თხის რქა - ადმინისტრაციის უფროსი უნდა იყოს. არავის შეარჩენს დაგვიანებასა და მოუწესრიგებელ ჩაცმულობას.
მერწყული - მარკეტინგის სპეციალისტის პოსტია მისი შესაფერისი. შეგიძლიათ ანდოთ ასევე კომპანიის აიტი-განყოფილება.
თევზები - ეიჩარში მორიელთან ერთად მასზე კარგი წყვილი არ გეყოლებათ. ფსიქოლოგიური უნარებით თევზები მართლაც რომ გამოირჩევიან.