ჩაანაცვლოს, ზოგიერთისთვის ხშირადშეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იმავე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.
როგორ გავუმკლავდეთ განშორებას – კირჩხიბი
თუ ვინმეს მართლა ძალიან უჭირს განშორების გადატანა ეს უდავოდ კირჩხიბია. რამდენიც არ უნდა ამტკიცონ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებმა, მათზე საყვარელი ადამიანის დაკარგვა დამანგრევლად მოქმედებს ხშირ შემთხვევაში. საქმე იმაშია, რომ კირჩხიბი თუ ის საკუთარი ნიშნის ტიპური წარმომადგენელია არცთუ მარტივად დაუახლოვდება ვინმეს. კ ირჩხიბებს ზოგადად სიფრთხილე და წინდახედულება ახასიათებთ, როცა საქმე სიყვარულსა და პარტნიორულ ურთიერთობას ეხება. მოგეხსენებათ, კიბორჩხალას დამცავი მექანიზმი გააჩნია, რომლის მეშვეობითაც კარგად განვითარებული ინტუიციის წყალობით იშვიათად უშვებს ახლოს ისეთ ადამიანს, ვისგანაც საფრთხეს უგრძნობს გული.
თუმცა, ისეც ხდება, რომ შეყვარებული კირჩხიბი საკუთარ ინტუიციას ღალატობს და თავიდან ბოლომდე ეშვება სიყვარულის მორევში. იმედის გაცრუებას კი არასწორად გაკეთებული არჩევანის და აქედან გამომდინარე, საყვარელ ადამიანთან დაშორების გამო კიბო ერთობ რთულად ინელებს. ყველაზე ძნელი კირჩხიბისთვის პოსტტრავმული პერიოდის გადატანაა განშორებისას. როგორც წესი, ამ ხალხს ძლიერი ემოციური მიჯაჭვულობა ახასიათებს პარტნიორის მიმართ. შესაბამისად, მარტოდ დარჩენილი კირჩხიბი თავს ისე გრძნობს თითქოს მას ხელი, ფეხი ან თვალი წაართვა ვინმემ. მისთვის საკმაოდ რთული ხდება სწრაფი ადაპტაცია და სამომავლო გეგმების დაწყობა, პირად ურთიერთობაში ფიასკოს გამო. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები ურჩევენ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, რომ გაიხსენონ კირჩხიბის საუკეთესო თვისება – თვითგადარჩენის უნიკალური ნიჭი, რომელიც ნებისმიერ მათგანს აძლევს ძალას ყველაზე დიდი კრიზისიც კი საკუთარ თავში დეტალურად გადახარშოს, გაიაზროს და ე.წ. "საინკუბაციო პერიოდის" შემდეგ საზოგადოებას უფრო ძლიერ და გამძლე პიროვნებად დაუბრუნდეს.
კირჩხიბის შემთხვევაში საუკეთესო მკურნალი დრო, ახლობელი ადამიანების მაქსიმალური მხარდაჭერა, წყალთან ახლოს მდებარე კურორტზე დასვენება, ჰიდრომასაჟის კურსები ან ბავშვებთან ურთიერთობაა საიმოსოდ, რომ განშორების ტკივილის ეს ადამიანი მალე მოერიოს. თუმცა, არ არსებობს განსაცდელი, რომელსაც კირჩხიბი ვერ გადაიტანს და რაც მთავარია, მწარე გაკვეთილის მიღების შემდეგ იგი აღარასოდეს დაუშვებს იმავე შეცდომებს!