როგორ გადავიტანოთ განშორება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები მშვილდოსანს

როგორ გადავიტანოთ განშორება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები მშვილდოსანს

ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.

რჩევები მშვილდოსანს

ასტროლოგები ხუმრობენ, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს, შეგიძლიათ იქით ჰკითხოთ რჩევა გატეხილი გულის მალე გამთელების საკითხში. საქმე იმაშია, რომ მშვილდოსნის ზოდიაქო პლანეტა იუპიტერით იმართება, რაც ამ ხალხს დაუღალავ ოპტიმისტებად და მასშტაბურად მოაზროვნე ინდივიდებად ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ამიტომ ჭეშმარიტი მშვილდოსანი, იშვიათად ეპუება იმედს გაცრუებას. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ცხოვრებაზე და მით უმეტეს სიყვარულზე ხელი ჩაიქნიოს, ახალ ობიექტს ეძებს საკონტაქტოდ. მშვილდოსანი იდეალისტია, თუმცა არა ფუჭად მეოცნებე. მას აქვს ძალა, ყოველი მორიგი წარუმატებლობის შემდეგ საკუთარ თავს მომავლის რწმენა აიძულოს და რაც ყველაზე მთავარია, თავადაც აქტიურად დგამს ნაბიჯებს მომავლისკენ.

სასიყვარულო ურთიერთობაში, ყველაზე მეტად მშვილდოსნებს პარტნიორის მხრიდან ტყუილი აცოფებთ. ეს ის ხალხია, ვისაც გამორჩეული სიალალე და პირდაპირობა გააჩნია, ამიტომ სხვისგან ინტრიგებსა და ფარულ ღალატს მშვილდოსანის მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია. მისთვის გაცილებით მარტივია თუკი პარტნიორი გულწრფელად აუხსნის დაშორების მიზეზს და შესთავაზებს სამომავლოდ მეგობრობის გაგრძელებას. ასე მშვილდოსნისთვის გულის ტკივილი, დასრულებული ურთიერთობების გამო მინიმუმამდე შემციდრება.

თუმცა, თუ მაინც ისე მოხდა, რომ მშვილდოსანი ტყუილისა და ორპირობის მსხვერპლად იქცა, როგორც ჭეშმარიტი ცეცხლის ნიშანი, აუცილებლად შეეცდება "ყოფილზე" შურისძიებას. რაც იმაში გამოიხატება, რომ იზრუნებს ამ უკანასკნელის იმიჯი "ლაფში ამოსვაროს" გარშემო მყოფების დასანახავად და ხანგრძლივი ვადით გაუფუჭოს მას რეპუტაცია საერთო მეგობრების თვალში.

თუმცა, ასტროლოგები ურჩევენ მშვილდოსანს თავი აარიდოს მსგავსი ტიპის ქმედებებს. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურისძიებას სამომავლოდ თავად არაერთგზის და ძალიან ინანებს. მიმტევებელი ბუნების გამო, მშვილოდსნები წლების შემდეგ არათუ პატიობენ ყოფილს მიყენებულ ტკივილებს არამედ კარგი მეგობრობის გაგრძელებაც შეუძლიათ მათთან. ამიტომ ძვირფასო მშვილდოსნებო, თავი დაანებეთ შურისძიებას. ადრე თუ გვიან ყველაფერი მაინც თავის ადგილას დალაგდება. მანამდე კი თქვენი უშუალო, ბავშვური ღიმილისა და თანდაყოლილი ქარიზმის პატრონს შესაძლოა ხვალვე ეწვიოს ახალი სიყვარული... მიიხედ-მოიხედეთ გარშემო!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?