როგორ გადავიტანოთ განშორება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები თხის რქას

როგორ გადავიტანოთ განშორება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები თხის რქას

ხშირად შეჩვეული ჭირი უფრო მისაღებია ვიდრე შეუჩვეველი, თუნდაც დალხინებული ცხოვრება. ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით ჩვენ ყველანი სხვადასხვა ფსიქოტიპებად ვყალიბდებით, ჩვენი ნაკლითა და ღირსებებით. იგივე ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური სახასიათო შტრიხები განაპირობებს ხშირად ჩვენს საქციელს პირად ურთიერთობაში – კომპრომისის უნარს ან უაპელაციო სიჯიუტეს. ასტროლოგები თვლიან, რომ პარტნიორთან განშორებაც სხვადასხვაგვარად გადააქვთ ადამიანებს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე. შესაბამისად, რჩევებსაც ამის მიხედვით აძლევენ მათ თუ როგორ გადაიტანონ განშორების ტკივილი, რომელიც ნებისმიერი ჩვენთაგანის ცხოვრებაში ერთხელ მაინც დგება.

რჩევები თხის რქას

თხის რქას მკაცრი და პირქუში სატურნი მართავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ძალიან უჭირთ გადაწყვეტილების მიღება როგორც დაოჯახების, ისე განქორწინების შესახებ. თხის რქა, ზოგადად არ განეკუთვნება ზედაპირული და მარტივი ადამიანების კატეგორიას, ამიტომ იგი მეწყვილის შერჩევას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და იშვიათად უკავშირებს ბედს ისეთ ადამიანს, ვისაც საკმარისად კარგად არ იცნობს. თუმცა, ცხოვრებ ისეთია, არავინ არაფრისგან გახლავთ დაზღვეული.

შესაბამისად, თხის რქის ცხოვრებაშიც დგება იმედგაცრუების პერიოდები, იმის მიზეზით, რომ მეწყვილემ მისი იმედები ვერ გაამართლა. თუმცა, სანამ იგი საბოლოო დაშორების გადაწყვეტილებას მიიღებს ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე შეეცდება, როგორმე გადაარჩინოს ურთიერთობა. მოთმინებისა და თავშეკავების ისეთი უნარი, რომლითაც თხის რქები არიან დაჯილდოებულნი ბევრ ზოდიაქოს ნიშანს არ ახასიათებს. მაგრამ თუკი სიტუაცია საბოლოო ჩიხში შევიდა, თხის რქა სატურნული სიჯიუტით ეგუება განქორწინებას ან დაშორებას. გარეგნულად ეს იმაში გამოიხატება, რომ იგი ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას, შრომას, ახლობლებთან ურთიერთობას... თუმცა, რა ხდება მის შინაგან სამყაროში, ეს სულ სხვა საქმეა.

თავშეკავების დიდი უნარი და მოთხოვნილება, მუდმივად აკონტროლოს საკუთარი იმიჯი საზოგადოებაში ეხმარება თხის რქას ნებისმიერი ტიპის იმედგაცრუება გარეგნული უშფოთველობის ნიღბის ქვეშ, ღირსეულად გადააგოროს. მაგრამ უნდობლობა, რომელიც მას წარუმატებელი კავშირის შედეგად უჩნდება, ხანგრძლივი ვადით ართმევს თხის რქას სამომავლოდ ახალი პარტნიორული ურთიერთობის დაწყების სურვილს.

ასტროლოგები ურჩევენ თხის რქას, წარუმატებლობით გამოწვეული გულისტკივილი სამსახურეობრივ სფეროში წინსვლით დაძლიოს და რაც ყველაზე მთავარია, ღიად და გულწრფელად ისაუბროს საკუთარ ემოციებზე თუნდაც ახლო მეგობრებთან. ასე იგი მარტივად მოახერხებს შინაგანი კომპლექსების გადალახვას, რომელიც მას სასიყვარულო ფიასკოს შემდეგ უყალიბდება. ხოლო გულწრფელობა და საკუთარ წარუმატებლობაზე ღიად საუბარი, გარშემო მყოფებს შორის მას პოპულარული ადამიანის სტატუსს შესძენს. რაც სამომავლოდ თხის რქის ცხოვრებაში აუცილებლად გამოიწვევს ახალი თაყვანისმცემლების გამოჩენას.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?