როგორ გამხიარულდეთ, თუ მოწყენილად ცხოვრობთ

როგორ გამხიარულდეთ, თუ მოწყენილად ცხოვრობთ

თქვენს ცხოვრებაში სიახლეები იშვიათად ხდება? იცოდეთ, რომ თქვენს გამხიარულებას არავინ ეცდებათ, საკუთარ თავს თავად უნდა უშველოთ და ამის რამდენიმე საშუალება არსებობს.

იმპროვიზაცია - სამსახურიდან შინ მომავალმა ფეხით გაისეირნეთ სკვერში. უქმეებზე მეგობრები აიყოლიეთ და ქალაგარეთ გაემგზავრეთ, პიკნიკი მოაწყვეთ, თუ არავინ გამოგყვებათ, უამრავი ერთდღიანი ტური არსებობს, სადაც თან გაერთობით, თანაც ახალ მეგობრებს გაიჩენთ.

ექსპერიმენტები - ჩვეულებრივი ვახშამის ნაცვლად მოამზადეთ რაიმე ორიგინალური კერძი; გაუმასპინძლდით მეგობარს, მეზობელს.

ექსპერიმენტს ნურც ურთიერთობაში შეუშინდებით; საყვარელ ადამიანს პაემანი უჩვეულო ადგილას დაუნიშნეთ, შეიძინეთ ეროტიკული თეთრეული, რომანტიკული ვახშამი წითელი ღვინითა და სანთლის შუქზე მოაწყვეთ.

ცვლილებები - შეიცვალეთ იმიჯი, ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი.

გამოხატეთ გრძნობები - დღეში ერთი საათით მაინც იყავით თავისუფალი: ირბინეთ, იყვირეთ, იმღერეთ...

რელაქსაცია - მოუსმინეთ დამამშვიდებელ მუსიკას, ბუნების ხმებს.

იყავით ის, ვინც ხართ

- იყავით ბუნებრივი, ნუ ეცდებით ვიღაცის მიბაძვას, ვიღაცებთან ძალით დამეგობრებას.

შეყვარეთ საკუთარი თავი

- ისეთი, როგორიც ახლა, ამ მომენტში ხართ. გახსოვდეთ, რომ თქვენ ერთადეთი და განუმეორებელი ხართ ამქვეყნად და დააფასეთ საკუთარი, უნაკალური თავი.

შემოქმედება

- კვირაში ერთი დღე მაინც დაუთმეთ შემოქმედებით საქმიანობას. აკეთეთ ის, რისი კეთებაც ყველაზე მეტად მოგწონთ.

შეიყვარეთ

- გაიჩინეთ ახალი შეყვარებული (გააუმჯობესეთ ურთიერთობა უკვე არსებულთან), გიყვარდეთ და არც გრძნობები გამოხატვის მოგერიდოთ.

გაიღიმეთ

- აკონტროლეთ საკუთარი თავი, რომ კოპებშეკრული არ იყოთ. იყავით ღიმილიანი. გარშემო მყოფები გაღიმებულ ადამიანთან უფრო იხსნებიან, ვიდრე მოღუშულთან.

დააფასეთ ყოველი წამი

- დააფასეთ დილა, რომელიც გათენდა; დღე, რომელიც საინტერესო სიახლეებს გპირდებათ, ადამიანები, რომლებსაც შეხვდებით, ოჯახი, სადაც საღამოს დაბრუნდებით. დააფასეთ ყოველი წუთი, ყოველი მომენტი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?