როგორ განვაწყოთ სიმპათიით ჩვენდამი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანი

როგორ განვაწყოთ სიმპათიით ჩვენდამი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანი

პირველივე წუთიდან ექმნებათ ჩვენზე ესა თუ ის წარმოდგენა. ამიტომ დამეთანხმებით ე.წ. "პირველი შთაბეჭდილების" ეფექტი დიდწილად მოქმედებს სამომავლო ურთიერთობის პერიპეტიებზე. ჩვენ გვინდა გასწავლოთ ერთი-ორი "საფირმო" ილეთი, რომლის მეშვეობითაც უპირობოდ მოიგებთ ახალგაცნობილის გულს, თუკი რა თქმა უნდა მისი ზოდიაქოს ნიშანი ცნობილია თქვენთვის.

ვერძს - თავდაჯერებულობა დაანახვეთ. თუმცა სითავხედეში არასოდეს გადახვიდეთ.

კუროს - სტაბილური და გაწონასწორებული ადამიანები ხიბლავს. დაანახვეთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.

ტყუპს - მოლაპარაკე ხალხი მოსწონს. ნაცნობობის წუთიდან გაუბით გულითადი მასლაათი სხვადასხვა თემაზე.

კირჩხიბს - ესაუბრეთ ოჯახზე. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, თუ როგორ აფასებთ თქვენიანებს.

ლომს - შეუქეთ მჭერმეტყველება, ლამაზი სვიტერი ან დაინტერესდით მის კაბინეტში გამოფენილი სერტიფიკატებით. მოკლედ,

აღფრთოვანდით!

ქალწულს - მოწესრიგებულობა ხიბლავს. აჩვენეთ, რომ სიტყვის კაცი ხართ. საქმეს გულისყურით ეკიდებით და არასოდეს აგვიანებთ.

სასწორს - დიპლომატია აჯადოებს. ხშირად გაუღიმეთ საუბრისას. იყავით დელიკატური და გალანტური.

მორიელს

- დისტანციურობა იზიდავს. ზედმეტად არასოდეს გაუთამამდეთ პირველი ნაცნობობისას. იყავით ზომიერად იდუმალებით მოცული.

მშვილდოსანს - გულღია ხალხი მოსწონთ. მოუყევით ანეკდოტი, გააცინეთ და ის თქვენია!

თხის რქას - რესპექტაბელური ხალხი მოსწონს. აჩვენეთ, რომ სამოსით, თავდაჭერილობითა და აზროვნებით სტატუსს შეესაბამებით.

მერწყულს - ორიგინალური ადამიანები მოსწონს. უნდა იგრძნოს, რომ ბრბოსგან გამორჩეული ხართ. გამოთქვით თამამად ყველაზე უტოპიური აზრები.

თევზებს - ადამიანურობა და უბრალოება ხიბლავს. იყავით ის, რაც ხართ. თქვენ მას აუცილებლად მოეწონებით.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?