როგორ გავხდეთ ოცნებების მაგნიტი: სურვილების ასრულების 7 ოქროს წესი

როგორ გავხდეთ ოცნებების მაგნიტი: სურვილების ასრულების 7 ოქროს წესი

თუმცა მას აქვს ასევე საკუთარი ბიოველი, რომლის მეშვეობითაც იგი იზიდავს ამა თუ იმ მოვლენას. ნებისმიერი ჩვენგანი ფლობს შესაძლებლობას მოიზიდოს ან განიზიდოს ადამიანები და მოვლენები, მაგრამ ზოგჯერ ამას გაუცნობიერებლად ვაკეთებთ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ იმაზე თუ რას ფქირობთ და როგორ დიდწილადაა დამოკიდებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. ამიტომ დღეს გთავაზობთ შვიდ ოქროს წესს სამისოდ, რომ საკუთარი ოცნებების მაგნიტად აქციოთ თავი და ცხოვრებაში ყველაზე უტოპიური სურვილების ასრულებაც კი მარტივად შესძლოთ ამის დახმარებით...

1 . გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვიზიდავთ მოვლენებს არა იმდენად ფიქრით, რამდენადაც ჩვენი ემოციური მდგომარეობით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამყარო ზუსტად რეაგირებს ჩვენს შინაგან განწყობაზე . ასე მაგალითად, როცა ჩვენ ბედნიერი ვართ, ვიზიდავთ ადამიანებს, ვისაც სურს ჩვენთან კონტაქტი და კომუნიკაცია. ეს იმიტომ, რომ ისინი ინტუიტიურად აღიქვამენ ჩვენს ასეთ მდგომარეობას, როგორც ენერგოდონორს. შესაბამისად, მით უფრო მეტი ხალხი "გვეწებება", რაც უფრო ბედნიერი ვართ. თუმცა, როცა პირიქით ვართ, უბედური და დათრგუნული ადამიანები თავს გვარიდებენ. როგორ გგონიათ, რატომ ხდება ასე? აქაც ქვეცნობეირი მუშაობს. ადამიანები ჩვენს მდგომარეობას აღიქვამენ როგორც ენერგიის გამომცლელს, ამიტომაც არიდებს ხალხი თავს მუდამ მოწუწუნე და მომჩივან ადამიანს. თუნდაც მისი ჩივილები ცხოვრების მიმართ სავსებით სამართლიანი იყოს.

Astrologia

2. მოვლენები ჩვენი ემოციური რეაქციის შესაბამისად დროში იწელება, თუმცა ნებისმიერ ემოციას აქვს "დედლაინი" და დაახლოებით ორმოც დღეში ჩვენ ვიღებთ ჩვენი ემოციური მდგომარეობის შესაბამის მოვლენებს. რომელიც ხშირად არ გვახსოვს, რომ გავტყორცნეთ სამყაროში და ვფიქრობთ, რომ პრობლემები არ დაგვიმსახურებია ან გვიკვირს როგორ საოცრად გაგვიმართლა ერთ მშვენიერ დღეს. დაიმახსოვრეთ, მარტივი ჭეშმარიტება "რასაც დასთეს, იმას მოიმკი" ასე ცხოვრება გაგიადვილდებათ.

3. საიმისოდ, რომ დადებით განწყობაზე ვიმყოფებოდეთ, ხშირად აუცილებელია "გადავაპროგრამოთ" და გავცხრილოთ ჩვენი წარსულის ემოციური "ხაზინა". რაც პირველ რიგში პატიებასა და გაშვებას გულისხმობს იმ ადამიანების თუ მოვლენების, რომელმაც წარსულში მოგვაყენა ტკივილი. წარსულის სწორი გადაპროგრამება აწმყოს ცვლილებას იწვევს, რაც თავისთავად უკეთესი მომავლის გარანტიაა.

Astrologia

4. შეამცირეთ მოლოდინის დრო - ამ სამყაროში არაფერია გარანტირებული, ამიტომ მოეშვით მოლოდინებით ცხოვრებას და ნუ დაამყარებთ ზედმეტ იმედს ვინმეზ ე ან რამეზე. ამგვარი მიდგომა ცხოვრების აღქმას გაგიადვილებთ და ნაკლებად გეტკინებათ გული გაცრუებული იმედების გამო.

5 . იცხოვრეთ დღევანდელი დღით, დააფასეთ ყველაფერი ის, რაც გაგაჩნიათ დღეს და ნუ ჩაიციკლებით მომავალზე. ყველაფერი ის, რაც დღეს გაგაჩნიათ თქვენი სიხარულის, სიამოვნების წყაროდ აქციეთ. ამ შემთხვევაში სამყარო თქვენთვის უფრო მეტს გამოიმეტებს. იცხოვრეთ მდგომარეობაში "მინდა გავცე", ნაცვლად მდგომარეობისა "მინდა მივიღო".

Astrologia

6 . რაიმეს გაღება დროული და საჭირო უნდა იყოს. არასოდეს შესთავაზოთ ადამიანებს რჩევები ან დახმარება, თუკი ამის შესახებ მათ თქვენთვის არ უთხოვიათ. პატივი ეცით სხვების სურვილებს და ნუ დაარღვევთ პიროვნულ საზღვრებს , ნუ მოახვევთ თავს მათ თქვენს თავს. იყავით საჭირო დროს საჭირო ადგილას.

7. თუკი თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს გაცემაში და სხვების დახმარებაში გაატარებთ, აღარ დაგრჩებათ დრო დარდისა და პესიმიზმისთვის. ამასთან ერთად, გაიხსენეთ 40 დღის პრინციპი, ყველა თქვენ მიერ ჩადენილი საქციელი სხვადასხვა სახით უკან დაგიბრუნდებათ . შესაბამისად, თქვენს გარშემო შეიკვრება სამყაროს ჰარმონიის წრედი და თავად გახდებით საკუთარი სურვილების მაგნიტი, რომლის მეშვეობითაც არც ერთი ტიპის მიზანი აღარ იქნება თქვენთვის მიუღწეველი.