როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანზე

 როგორ იმოქმედებს მთვარის დაბნელება ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ადამიანზე

ჩვენი საიტის ერთგული მკითხველია ან ყოველ პარასკვევს უსმენს ტრადიციულ ასტროლოგიურ რუბრიკებს რადიო პალიტრის ეთერში 103.9-ზე ცნობილია, რომ წლევანდელი სექტემბრის თვე ე.წ. "დაბნელებების თვედ" არის აღიარებული ასტროლოგების მიერ.

შესაბამისად ისიც გეცოდინებათ, რომ მზის დაბნელება უკვე "გადავაგორეთ" და ახლა ბოლო წერტილს, მთვარის დაბნელებას ვუახლოვდებით, რომელიც ძირითადად ემოციური კუთხით მოიტანს ცვლილებებს, განსაკუთრებით კი ამ მხრივ კაცობრიობის სუსტი ნახევარი ანუ ქალბატონები "დაზარალდებიან". გამომდინარე იქედან, რომ მთვარის დაბნელება ვერძის ზოდიაქოს ნიშანში ხვდება, თქმა არ უნდა, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ როგორც ქალ ისე მამაკაც წარმომადგენლებზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს იგი ემოციური კუთხით. გარდა ამისა, აქტიურად გამოვლინდება დაბნელების გავლენა სასწორის, კირჩხიბისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან (მოიმატებს კონფლიქტურობა, გაღიზიანებულობა, გარკვეული სიჯიუტისა და უაპელაციო პრინციპულობის გამოვლენის დაუძლეველი სურვილი პარტნიორულ ურთიერთობაში).

გამომდინარე იქედან, რომ დაბნელების პერიოდი დილის საათებში უწევს (დაახლ. გამთენიისას) ეს ასე თუ ისე შეარბილებს ალბათ სიტუაციას. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ დაბნელების ენერგეტიკა აქტიურად მოქმედებს უახლოესი 5-7 საათის მანძილზე და ნაწილობრივ მომდევნო (წინა) 2-3 დღეზეც ვრცელდება მისი გავლენა. ზოგადად, რომ ვიმსჯელოთ მთვარის დაბნელება, საკმაოდ კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ გავთავისუფლდეთ ძველისგან, საკუთარ თავს და ცხოვრებას ე.წ. "რევიზია" ჩავუტაროთ. ყველაზე კარგი პერიოდია საიმისოდ, რომ მოვიშოროთ მავნე ჩვევები, დავგეგმოთ ცხოვრების ახლებური, გაცილებით უფრო ჯანსაღი და აქტიური წესი. თავი დავაღწიოთ მომაბეზრებელ, დამღლელ ან კონფლიქტურ პირად ურთიერთობებს, რომელმაც საკუთარი თავი დიდი ხანია ამოწურა. თუმცა, ეს უნდა მოხდეს არა ჩხუბის, არამედ საკუთარ თავში ამ ურთიერთობის ფსიქოლოგიური "დასრულებით" და მიჯაჭვულობის მოხსნით პარტნიორის მიმართ.

დაბნელებაზე ყოველივე ეს იდეალურად გამოგივათ. უახლოეს დღეებში ნუ დაგეგმავთ ახალ საქმეებს, ნუ წამოწყევთ ფართომაშტაბიან პროექტებს, ნაკლებად ჩაატარეთ ექსპერმენტები საკუთარ გარეგნობაზე, იყავით ობიექტური, ლოიალური და მომთმენი კონფლიქტური ადამიანების მიმართ. ნუ აჰყვებით მათ აგრესიას, თუკი ისე მოხდა, რომ თქვენკენ იქნა მომართული გარკვეული ნეგატივი, მას პასუხად სიმშვიდე და კომპრომისის უნარი დაახვედრეთ. გახსოვდეთ, რომ დაბნელების პერიოდში წამოწყებულ ნებისმიერ აგრესიას სამყაროს მხრიდან მყისიერი და ბუმერანგული პასუხი მოსდევს. შესაბამისად, რეკორდულ დროში იხილავთ შედეგს რა შეიძლება მოიმკას აგრესორმა და, რაღა თქმა უნდა, სასურველია, თქვენ არ იყოთ ამ, ზემოხსენებული აგრესორის როლში.

სიმშვიდეს გისურვებთ!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?