თვლის, რომ ქალები უცნაური და ამოუხსნელი არსებები არიან. შესაძლოა, ასეც არის ნაწილობრივ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი თქვენ საყვარელი ქალის ზოდიაქოს ნიშანი ზედმიწევნით ზუსტად იცით, მარტივი იქნება გაარკვიოთ მისი საქციელის ესა თუ ის მოტივი. მით უმეტეს მიხვდეთ, ნამდვილად უყვარხართ თუ არა მას...
ვერძი თუ შეყვარებულია, აქტიურობს. ხშირად იქიეთ უხსნის მამაკაცს სიყვარულს თუ ეს უკანასკნელი ყოყმანობს.
კურო თუ შეყვარებულია, ცდილობს საყვარელი მამაკაცი ზრუნვით გაანებივროს. აუცილებლად გააკვირვებს მას საკუთარი კულინარიული შესაძლებლობებით.
ტყუპი თუ შეყვარებულია, სურვილი აქვს საათობით ელაპარაკოს სიმპათიის ობიექტს. სურს მას ეს თუ - არა.
კირჩხიბი თუ შეყვარებულია, იწყებს სამომავლო გეგმების დაწყობას. ეჭვიანი და მესაკუთრე ხდება.
ლომი თუ შეყვარებულია, მზადაა მთელ ქვეყანას გააგებინოს საკუთარი სულიერი მდგომარეობა. ამაყობს თავისი რჩეულით.
ქალწული თუ შეყვარებულია, იწყებს საყვარელი ადამიანის ცხოვრების "დალაგება-მოწესრიგებას", ეხმარება ამ უკანასკნელს ყველაფერში.
სასწორი თუ შეყვარებულია, უფრო მეტად იპრანჭება ვიდრე ადრე. უყურებს რომანტიკულ ფილმებს. უსმენს გულის ამაჩუყებელ მელოდიებს.
მორიელი თუ შეყვარებულია, გულდასმით მალავს როგორც ინტერესის ობიექტს, ისე საკუთარ რომანს. ეშინია, ვინმემ არ "გათვალოს".
მშვილდოსანი თუ შეყვარებულია, სურვილი აქვს საკუთარი სატრფო თავის ყველა მეგობარს გააცნოს და იამაყოს მისით.
თხის რქა თუ შეყვარებულია, აუცილებლად მიიწვევს საყვარელ ადამიანს ოჯახურ სადილზე.
მერწყული თუ შეყვარებულია. უჩვეულოდ დამთმობი და რბილი ხდება საყვარელ კაცთან. ხშირად უარს ამბობს საკუთარ პრინციპებზეც.
თევზები თუ შეყვარებულია, მზადაა საყვარელი მამაკაცის ცხოვრებით იცხოვროს და მისი ფიქრები გაიზიაროს.