როგორ იქცევიან ბანკეტზე ზოდიაქოს ნიშნები?

როგორ იქცევიან ბანკეტზე ზოდიაქოს ნიშნები?

ვერძი

პირველი დათვრება, პირველი იცეკვებს (მათ შორის მაგიდაზეც), პირველი გაბრაზდება, პირველი იჩხუბებს და პირველი დაამტვრევს იქაურობას. მერე შეიძლება ცოლიც მოიყვანოს, ან გათხოვდეს…

Astrologia

კურო

კარგს ჭამს, კარგს სვამს, სხვებსაც რეკომენდაციას გაუწევს, გულსაც აიჩუყებს, კლასელებს და მასწავლებლებს სთხოვს არ დავეკარგოთ ერთმანეთსო, ყველაზე კარგ დროს გაატარებს და რომანის დასაწყისსაც გამოკრავს ხელს.

ტყუპი

მაგიდიდან მაგიდასთან დარბის და ყველას უყვება როგორ იჩხუბა ვერძმა, რამდენი ჭამა კურომ, როგორ ჩააწყო დედოფლობა ლომმა, ვისთან იცეკვა მშვილდოსანმა… უფრო სწორად კი არ დადის, დაცეკვაობს…

Astrologia

კირჩხიბი

სამახსოვრო სურათებს იღებს და ცდილობს არავინ გამორჩეს, დამლაგებელიც კი, გეგონება სკოლის გამოსაშვები საღამო კი არა ცხოვრების გამოსაშვები საღამო იყოს. შეიძლება ბლოკნოტსაც დაათრევდეს თან და სამახსოვრო ჩანაწერების გაკეთებას სთხოვდეს ხალხს. მაზეგ ამ ყველაფერს დაათვალიერებს და იტყვის: თითქოს გუშინ იყო…

Astrologia

ლომი

პირველ რიგში ჩექინდება, მერე თავზე იმხობს ყველაფერს და ბოლოს გამოსაშვები საღამოს დედოფალი/მეფე ხდება.

Astrologia

ქალწული

არ მოსწონს თევზის საქციელი, მორიელის ზედმეტად თამამი კაბა, ვერძის ფეხსაცმელები და საერთოდ საღამო. ცოტა უკეთესად შეიძლებოდა ყველაფრის ორგანიზება!

Astrologia

სასწორი

ისეთი ამაღლებული განწყობაა… ისეთი რომანტიკა… გადაწყვეტს, რომ უყვარს… დღეს მაინც… დღეს ნამდვილად უყვარს...
Astrologia

მორიელი

ცდილობს, რომ აეჭვიანოს შეყვარებული და ახერხებს იმას, რომ მთელ საღამოს კოშმარად აქცევს მისთვისაც და თავისთვისაც. მერე კი ძალიან სასიამოვნოდ გაახსენდება ეს დღე მთელი ცხოვრება.

Astrologia

მშვილდოსანი

ეფლირტავება ისეთ ხალხს, რომლებიც ცხოვრებაში არ მოსწონებია, იმიტომ რომ ატმოსფეროა რაღაცნაირი… ბედნიერი და ასე გამოხატავს სიხარულს…

Astrologia

თხის რქა

დათვრება და გადაწყვეტს, რომ ცეკვა სთხოვოს იმ გოგოს, პირველი კლასიდან რომ მოსწონს და აღმოაჩენს, რომ თურმე იმასაც მოსწონს.

Astrologia

მერწყული

ცეკვავს, მღერის, ერთობა თავისთვის...

Astrologia

თევზები

დასევდიანდება. მერე სევდის გულიდან გადასაყრელად თვრება და თუ საავადმყოფოში წასაყვანი არ გახდა, რას შვრება, თვითონაც არ იცის...

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?