თხის რქა
თხის რქა სოც.ქსელში ზუსტად იმავეს აკეთებს, რასაც ცხოვრებაში: მოძღვრავს მრევლს. თანაც სოც.ქსელში ეს ბევრად მოხერხებულად გამოსდის, რადგან იქ ხომ უამრავი ადამიანია, ვისაც სურს ნებისმიერი რამისგან კერპი შექმნას, თხის რქისგან მისი შექმნა კი, რომელსაც შეუძლია სამ წინადადებიანი პოსტით ადამიანები დამოძღვროს, ყველაზე მარტივია.
მერწყული
მერწყული სოციალურ ქსელში ყველაფერს ეხება: კატების, კერძების, შარვლების ფოტოები, რომელთა შეძენა სურს. ფოტოებს შორის კი მას საუბარი უნდა: ამინდზე, პოლიტიკაზე, იმაზე, თუ რა დაწერა ვიღაც სულელმა და ა.შ. მერწყულის სოც.ქსელში გამოწერა ნიშნავს, თქვენი ფრენდ-ლისტი მის გაუთავებელ გამოსვლებად აქციოთ.
თევზები
თევზები სოც.ქსელში იშიფრებიან: ხურავენ ექაუნთს და პირად ამბებზე, მხოლოდ რჩეული მეგობრებისთვის პოსტავენ, მთავარ ფოტოზე საკუთარ მშვენიერ თვალს აყენებენ, გვერდი კი სავსე აქვთ ხელოვნებასა და ეზოთერიკის შესახებ გაზიარებული სტატიებით. დისკუსიებში არ ერთვებიან და კომენტარებს არავის უწერენ. მოკლედ, რას აკეთებენ ისინი სოც.ქსელში ყველასთვის გაუგებარია. ყოველი შემთხვევისთვის გირჩევთ მეგობრებში თევზები არ დაიმატოთ: როგორც ჩანს ისინი ჩვენ, ყველას გვითვალთვალებენ.
ვერძი
ვერძისთვის სოციალური ქსელი საიმიჯო ვიტრინაა, ამიტომ მის გვერდზე ზედმეტს ვერაფერს იპოვით. თანაც, საკუთარ თავზე ისე საუბრობს, როგორც მიცვალებულზე: ან კარგს აღნიშნავს ან საერთოდ არაფერს ამბობს. ვერძის ტიპიური პოსტია - საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგად იმუშავა და რა ჯილდო მიიღო ამისთვის. მისი ტიპიური სურათია - ზეციური დასვენების დროს გადაღებული ფოტო ბალიდან და ა.შ.
კურო
კურო სოციალურ ქსელს იმისთვის იყენებს, რომ მისი მდიდარი შინაგანი სამყარო გამოავლინოს. ის ღიად აქვეყნებს საყვარელ ფოტოებს: არშიყობს კაბებით, ბეჭდებით, აყვავებული გადარგული ხეებით, სახლის მყუდრო ინტერიერითა და წამოზრდილი შვილით. მაგრამ, რაც დახურული აქვს არის წყვდიადი, იმედგაცრუება, აპოკალიფსი და ჩივილი ამ სასტიკი ცხოვრების უსამართლობაზე.
ტყუპი
ტყუპმა სოციალური ქსელი დაიპყრო, დაიმონა მილიონობით საცოდავი ადამიანი და ახლა მათ აიძულებს სოც.ქსელში საშინელებები წერონ. თუმცა ნამდვილ ტყუპს მაინც ამოიცნობთ: თუ სოც.ქსელში დისკუსიის დროს თქვენი არგუმენტები მოულოდნელად თქვენივე წინააღმდეგ აღმოჩნდა; თუ თქვენივე მოყვანილ ფაქტებს სულელად გამოჰყავხართ; თავს დამცირებულად და უსარგებლოდ გრძნობთ - დიდი ალბათობით თქვენ საქმე გაქვთ ტყუპთან.
კირჩხიბი
თუ ვინმეს ექაუნთის დანახვისას ნერწყვი მოგადგათ, იცოდეთ, რომ ეს კირჩხიბია. თუ თქვენში მოულოდნელად გაიღვიძებს სასტიკი სიძულვილი და ვინმეს ლინჩის წესით გასამართლებისა და რევოლუციის მოწყობის სურვილი - ე.ი. თქვენ კვლავ კირჩხიბის პოსტებს კითხულობთ. გარდა ამისა, მას საკუთარ გვერდზე ყოველთვის აქვს ილუსტრირებული რეცეპტები, საყვარელი კატების, ლეკვებისა და პანდების ვიდეოები.
კითხვა განაგრძეთ
მარაოზე
^^