საიმისოდ, რომ ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალს მოაწონოს თავი აუცილებელია ე.წ. "აკრძალულ საქციელთა" სია გაითვალისწინოს ურთიერთობის პირველ ეტაპზე მაინც, სანამ თავგამოდებით ცდილობს ინტერესის ობიექტს თავი მოაწონოს. დღეს მოგიყვებით იმაზე, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ქალთან რა გეკრძალებათ...
ვერძ ქალთან ზედმეტი დიპლომატია და ბოდიშები დაივიწყეთ. არასოდეს შეაცოდოთ თავი და ასევე არასოდეს იწუწუნოთ მასთან ფულზე!!
კურო ქალთან სიძუნწე გამორიცხეთ, მით უმეტეს თუ საქმე საჩუქრებს ეხება. ასევე არ გეპატიებათ ვეგეტარიანელობა ან დიეტაზე ყოფნა, იმიტომ რომ, კუროს კარგი მადა აქვს.
ტყუპ ქალთან არასოდეს დაიწყოთ დემაგოგია და მისთვის ჭკუის სწავლება. ნუ მოსთხოვთ რომ გაჩუმდეს და მით უმეტეს, ნუ მოსთხოვთ მოგისმინოთ.
კირჩხიბ ქალთან არასოდეს მოყვეთ ანეკდოტს სიდედრებზე, არასოდეს იხუმროთ მის ნათესავებზე და ნუ დახარჯავთ ფულს ანგარიშმიუცემლად. კირჩხიბი ეკონომიური ნიშანია.
ლომ ქალს არასოდეს უყიდოთ იაფფასიანი საჩუქარი (მხოლოდ ოქრო!), მაგას აჯობებს სულაც უსაჩუქროდ მიხვიდეთ. არასოდეს სცადოთ საზოგადოებაში მისი პერსონის გადაფარვა საკუთარი პოპულარობით.
ქალწულ ქალთან არასოდეს მიხვიდეთ პაემანზე დაუვარცხნელი თმით, გაუუთოებელი პერანგით ან მოუწესრიგებელი ფრჩხილებით. ნუ დაპატიჟებთ მას მამაპაპურ ქეიფში და ნუ ჩაყოფთ თავს მთვრალი საცივში მისი თანდასწრებით.
სასწორ ქალთან არასოდეს გამოიყენოთ უცენზურო სიტყვები, არ შეიძლება გინება. არასოდეს აიძულოთ არჩევანის გაკეთება და სწრაფად გადაწყვეტილების მიღება.
მორიელ ქალთან არასოდეს უნდა იყოთ პედანტი, სამსახურზე გადამკვდარი. როცა და სადაც მოესურვება უნდა გქონდეთ სექსი და არასოდეს უნდა აიძულოთ რომ დაგემორჩილოთ.
არასოდეს დასცინოთ მშვილდოსანი ქალის გეგმებსა და ოცნებებს. არ შეუზღუდოთ მას ხეტიალის და მოგზაურობის თავისუფლება. ნუ აიძულებთ აკეთოს სახლის საქმეები.
თხის რქა ქალთან ნურასოდეს იტრაბახებთ თქვენი უბრალო წარმოშობით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ პროფესიულად მასზე დაბლა მდგომი და წარუმატებელი. არასოდეს დააყენოთ კითხვის ნიშნის ქვეშ მისი წარმოშობა და განათლება.
მერწყულთან ურთიერთობისას არასოდეს უნდა გააკრიტიკოთ მისი მეგობრები, არასოდეს უნდა დაუწესოთ წესები თავად მას და არ უნდა აიძულოთ ჩაიცვას "ადამიანურად". იმიტომ რომ, მერწყული სამოსით გამოხატავს თავის ინდივიდუალობას.
თევზებთან ურთიერთობაში არ გეპატიებათ სიფიცხე, უხეშობა და ეგოიზმი. არასოდეს აუწიოთ ხმას მასთან და ყოველთვის უნდა დაუჭიროთ მხარი მის თუნდაც ყველაზე უტოპიურ ოცნებებს.