ორშაბათს მთვარე მართავს . ამ დღეს ადამიანი მეტად ემოციური და მგრძნობიარეა. თუ მნიშვნელოვანი შეხვედრა ორშაბათს გაქვთ დაგეგმილი, მშვიდი საუბარი გმართებთ. თუ მოსაუბრე საკუთარ პრობლემებზე გიყვებათ, მოუსმინეთ და თანაგრძნობა გამოხატეთ. ორშაბათს ადამიანები ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას საჭიროებენ. მოერიდეთ კრიტიკას.
სამშაბათი მარსის დღეა . ადამიანი აგრესიული და იმპულსური და უხეში ხდება. კარგი დღეა უფროსთან დასალაპარაკებლად - დაწინაურების ან ხელფასის მოსამატების მოთხოვნა. სამშაბათს შეგიძლიათ საყვარელ ადამიანს გრძნობებში გამოუტყდეთ. ეს დღე წარმატებას მოუტანს მათ, ვისაც ცხოვრების შეცვლა უკეთესობისკენ აქვს გადაწყვეტილი.
ოთხშაბათს მერკური განაგებს. მოსალოდნელა განწყობის ცვალებადობა. ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, ვერ მიიღებთ სათანადო შედეგს. არ გასცეთ დაპირებები. ოთხშაბათს გაუმართლებთ აზრიან, ურთიერთობის მოყვარულ და აფერისტ ადამიანებს.
ხუთშაბათი იუპიტერის მართველობის ქვეშაა. დაკავდით მნიშვნელოვანი საქმეებით. ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ სერიოზულობა და საქმიანი იერი. მოერიდეთ კამათს; უსიამოვნება დიპლომატიურად მოაგვარეთ.
პარასკევს ვენერა მართავს. ადამიანი უფრო მგრძნობიარე ხდება. მისთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფების თვალში ლამაზად გამოიყურებოდეს. გაანებივრეთ გარშემო მყოფები კომპლიმენტით.
შაბათს სატურნი განაგებს. მოერიდეთ ავადმყოფობაზე, ცხოვრებისეულ წარუმატებლობებსა და პრობლემებზე საუბარს. წარმატება ელით მათ, ვინც საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გარკვევას შეეცდება. იყავით გულწრფელი, ისაუბრეთ პრეტენზიისა და შეურაცხყოფის გარეშე.
კვირა მზის დღეა. ნებისმიერ საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ეცადეთ დაიმსახუროთ გარშემო მყოფების შექება, სიყვარული. თავადაც მოსიყვარულე, მზრუნველი და გულისხმიერი იყავით გარშემო მყოფების მიმართ.