როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება აპრილში? - ანჟერლა პერლის რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

როგორ მოვიპოვოთ სიმშვიდე და ბედნიერება აპრილში? - ანჟერლა პერლის რჩევა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ვერძი

აპრილში სასიცოცხლო ენერგიის მატებას იგრძნობთ, რადგან თქვენი პერსონალური ციკლი სრულდება, ახლით იცვლება. უახლოესი 6 თვის განმავლობაში ვერძებს, რომლებსაც ცხოვრების მეგზური არ ჰყავთ, პირად ფრონტზე ცვლილებები ელოდებათ. გამორიცხული არ არის, დაქორწინების გადაწყვეტილება ძალიან სარაფად მიიღოთ. 18 აპრილიდან მერკური გეწვევათ, ის მოიტანს ახალ იდეებსა და გამოწვევბის წინაშე დაგაყენებთ. თუ ბედნიერებისკენ მიილტვით, ჩაიწერეთ ყველა იდეა და მათ განხორციელებაზე იფიქრეთ. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომელსაც აპრილი მოგცემთ. წინააღმდეგ შემთხვევაში დაგრღნით სინანული და ეჭვი.

Astrologia

კურო

თუ აპრილში სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვება გსურთ, პირველ ადგილას ურთიერთობები დააყენეთ. ზოდიაქოს ამ ნიშანს მოგაურობის სურვილი გაუჩნდება, ან გარემოს შეცვლის. სადაც წახვალთ, ოჯახის წევრებიც წაიყოლეთ. განსაკუთრებით შვილები. ამ პერიოდში მათ თქვენი ყურადღება ისე სჭირდებათ, როგორც არასდროს. თუ მაინც მარტო წასვლას განიზრახავთ, მოემზადეთ უსიამოვნებისთვის, რომელიც მალევე დაგაბრუნებთ შინ.

ტყუპი

მარსის გავლენით შეიძენთ გამბედაობას, რომელიც ზოგჯერ გაკლიათ. თუ გსურთ, რომ ბედნიერება გეწვიოთ, გადაწყვეტილების მიღების უნარი უნდა გამოავლინოთ. საკითხი შეიძლება ეხებოდეს პარტნიორულ ან საქმიან ურთიერთობას. იქნებ თქვენი მეორე ნახევარი ძალიან დაიღალა თქვენი მუდმივი ცვალებადობით და დროა სტაბილურობა შესთავაზოთ? ან კოლეგა არ მიგიჩნევთ სანდოდ, საყრდენად, რადგან ხშირად იმპულსურად იქცევით ან მისწრაფებები გეცვლებათ.

Astrologia

კირჩხიბი

კარიერულ კიბეზე წინსვლა გელოდებათ ამ თვეში, კირჩხიბებო. ყველა საქმიანი შეხვედრა წარმატებით დასრულდება. თუ გსურთ, რომ აპრილში ბედნიერი იყოთ და შინაგან სიმშვიდესაც მიაღწიოთ - რომელიც საკმაოდ რთული მოსაპოვებელია თქვენი მღელვარე ბუნებიდან გამომდინარე - დააფასეთ ის, რაც გაქვთ; მადლიერი იყავით. მოულოდნელად, 5 აპრილის შემდეგ, თქვენს ცხოვრებაში სოლიდური თანხის შოვნის შესაძლებლობა გაჩნდება. დაიხარჯეთ სრულად, არ დაზოგოთ თავი - სწორედ ეს გაგრძნობინებთ თავს ბედნიერად.

Astrologia

ლომი

აპრილში სტატუსის განახლება გელით. სტატუსი შეიძლება უკავშირდებოდეს, როგორც პირად ცხოვრებას, ასევე საქმიანობას. თუ გსურთ, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს და ბედნიერად დაგვირგვინდეს, ნუ შეეწინააღმდეგებით ცხოვრებას, ბედისწერას. გაჰყევით იქ, სადაც მიგიყვანთ. წვეულებაზე, გალერეაში, კინოში, თეატრში ან სადმე დაგპატიჟეს? აუცილებლად დათანხმდით. სწორედ იქ იპოვით წარმატებას ან ცხოვრების მეგზურს აპრილში.

ქალწული

თუ ქალწული დიდხანს გეგმავდა ყოფის გაუმჯობესებას, ანჟელა პერლი გაგახარებთ! 5 აპრილიდან თქვენთვის ნანატრი პერიოდი დგება. თამამად გადადგით ნაბიჯები და შეეშვით უკან ყურებას, თორემ წინ დახვედრილ პატარა კენჭზე დაბიჯებისას ფეხი გადაგიბრუნდებათ. ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, თუ ჩვეულებრივი სიდინჯით მიიღებთ გადაწყვეტილებებს. ეს ნამატი სიმშვიდეს მოგგვრით.

სასწორი

სასწორებისთვის ცვლილებების თვეა. სწორედ ახლა გამოვლინდება ვინ არის თქვენი ნამდვილი მეგობარი და ვინ მეგობრის ნიღაბს ამოფარებული მტერი. თუ გინდათ, რომ შინაგან ჰარმონიას მიაღწიოთ, სიმართლეს თვალებში ჩახედეთ და თავი არ გაისულელოთ. ასევე, აუცილებლად აპატიეთ ადამიანებს წყენა და იმედგაცრუება, რომელსაც დაგიტოვებენ, სხვაგვარად ვერ მიაღწევთ ბედნიერებას.

მორიელი

მორიელი ბედნიერად მხოლოდ იმ შემთხვევაში იგრძნობს თავს, თუ რუტინით ტკბობას შეძლებს. დიახ, ყოველდღიურობა, მოქმედებები, რომლებსაც გამუდმებით იმეორებთ, შესაძლოა სინამდვილეში საინტერესოც იყოს, უბრალოდ, წინათ ეს არასდროს შეგინიშნავთ.

მშვილდოსანი

თუ ჯერ კიდევ არ დაგირქმევია სერიოზული სახელი შენი რომანტიკული ურთიერთობისთვის, აუცილებლად უნდა გადადაგა ეს ნაბიჯი. მხოლოდ და მხოლოდ ამგვარად შეძლებ ბენდიერებისა და სიმშვიდის მოპოვებას აპრილში. სხვაგვარად არ დამთავრდება კამათი და დავიდარაბა. ხოლო, თუ ის მშვილდოსანი ხართ, რომელსაც მეორე ნახევარი ჯერ არ უპოვია, ამ თვეში თქვენი მთავარი გამოწვევა და ბედნიერების გასაღები ფინანსებზე კონცენტრირებაა.

თხის რქა

თხის რქა მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს ბენდიერებამდე, ან იმ შემთხვევაში დაისვენებს ნანატრი სიმშვიდით, თუ სწორად შეარჩევს მეგობრებსა და მოკავშირეებს. სანაცნობო წრის შეცვლის დრო დაგიდგათ.

Astrologia

მერწყული

ბენდიერებას მოგიტანთ მოგზაურობა, სიმშვიდეს - დროის სწორად გადანაწილება, შინაგან ჰარმონიას კი ურთიერთობა საინტერესო, გამოცდილ ადამიანებთან. შანსი გაქვთ, რომ აპრილი დაუვიწყარ თვედ აქციოთ!

Astrologia

თევზები

აპრილში თევზებს ელოდებათ საბედისწერო შეხვედრა, რომელიც შესაშურ შანსსა და შესაძლებლობებს მისცემს! ბენდიერება გსურთ? მაშინ ვარკსვლავების ამ საჩუქარზე უარს ნუ იტყვით.

Astrologia

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?