და არცთუ საიმედო ინდივიდები არიან. "ყველა კაცი ერთნაირია" - ხშირი და აპრობირებული ფრაზაა ქალთა საზოგადოებაში, თუმცა დასკვნების გამოტანას ნუ იჩქარებთ ძვირფასო ქალბატონებო. ისე როგორც სუსტი სქესის წარმომადგენლებს, მამაკაცებსაც გააჩნიათ ინდივიდუალური სახასიათო შტრიხები და მიდგომაც მათთან ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით განსხვავებულია საჭირო. შესაბამისად ვერძს და კირჩხიბს ერთი და იგივე საქციელით ვერასოდეს მოხიბლავთ. ამიტომ სასურველი იქნება გადახედოთ მოკლე ინსტრუქციას იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოთ მამაკაცის გულის მოსაგებად მისი ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე.
როგორ მოვხიბლოთ მამაკაცი კირჩხიბი
კირჩხიბს მთვარე მართავს, ამიტომ რაც არ უნდა ვაჟკაცური გარეგნობის იყოს ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი იცოდეთ, რომ გულის სიღრმეში იგი ძალიან ემოციური, სენსიტიური, ბუტია და განცდიანი ადამიანია. მამაკაცი კირჩხიბები ორგვარი ტიპის არიან, ამიტომ მათი ცნობა ვიზუალურად ძალზე მარტივად შეიძლება – პირველ ტიპს მაღალი, ხშირად გამხდარი აღნაგობის ინდივიდები შეადგენენ, წინ წამოწეული ქვედა ყბით, მეჩხერი კბილებითა და სახის ასიმეტრიული ნაკვთებით. მეორე ტიპის კირჩხიბს კი პირიქით საშუალო ან საშუალოზე დაბალი აღნაგობა აქვს, ხშირად ჩასუქებული ან პირმრგვალია, სახის ნაკვთები რბილი და სასიამოვნო აქვს, თვალები მრგვალი ან ნუშისებრი ფორმის.
მამაკაცი კირჩხიბები ნაკლებად განეკუთვნებიან აქტიური და თავზეხელაღებულთა რიცხვს. ამიტომ თუკი ამ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრის გულის მოგება გსურთ, თავად მოგიწევთ აქტიურობა. თუმცა ძალიანაც ნუ მოინდომებთ, ზედმეტი აგრესიულობითა და სითამამით გამორიცხული არაა კირჩხიბი საერთოდ დააფრთხოთ და შესაძლოა, თქვენგან თავის შორს დაჭერაც გადაწყვიტოს. ამ მამაკაცის გულს ზრუნვით, სითბოთი და ყურადღებით მოიგებთ. ხშირად მოუსმინეთ, ჰკითხეთ თავს როგორ გრძნობს. აგრძნობინეთ, რომ თქვენი სახით კარგი მესაიდუმლე, დარდის გამზიარებელი და მზრუნველი მეგობარი ჰყავს. კირჩხიბებს ე.წ. "დედის ტიპის" ქალბატონები იზიდავთ, ამიტომ ასაკში სხვაობა ამ მამაკაცის შემთხვევაში ნუ გაგიჩენთ კომპლექსს, მას პირიქით მოეწონება უფრო გამოცდილ და ჭკვიან ქალთან რომანის გაბმა, რომელიც ცოლის ფუნქციებთან ერთად ოსტატურად შეითავსებს დედის მოვალეობებს.
კირჩხიბი მამაკაცები ხანგრძლივი დროის მანძილზე აკვირდებიან და სწავლობენ ინტერესის ობიექტ ქალბატონს. მათთვის წარუმატებლობა და იმედის გაცრუება სიყვარულში, ერთობ მტკივნეულად გადასატანი მოვლენაა. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, თუ თქვენი ნაცნობი კიბო, ურთიერთობის საწყის ეტაპზე პასიურ პოზიციას ამჯობინებს და აშკარა ქათინაურებისგან თავს იკავებს თქვენი მისამართით. მოთმინება და მაქსიმალური ყურადღება საუკეთესო გზაა კირჩხიბი მამრის "გასახსნელად" ურთიერთობაში. სამაგიეროდ, თუკი მან გულის კარი ერთხელ გაგიღოთ და თავისიანად დაგიგულათ, სამომავლოდ ძალიანაც რომ მოინდომოთ, მისგან თავს ვერაფრის დიდებით ვეღარ დაიხსნით.