როგორ მოვხიბლოთ საუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები კირჩხიბი ქალის ხელში ჩასაგდებად

როგორ მოვხიბლოთ საუკეთესო საცოლე ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - რჩევები კირჩხიბი ქალის ხელში ჩასაგდებად

უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი შესაძლებელია მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო მოდით გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ კირჩხიბი

ის ცვალებადი, ემოციური და სენტიმენტალური ქალია. მოკლედ, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნამდვილი ქალი. ამიტომ რა გასაკვირია, თუ მამაკაცს რაღაც აუხსნელი ძალა ექაჩება მისკენ. სინამდვილეში, კი ქალი კირჩხიბის "კოზირი" მის დამყოლ ხასიათში, მომთმენ ბუნებასა და ლოიალურობაში მდგომარეობს ძლიერი სქესის მიმართ. ალბათ არც ერთ ქალს არ შეუძლია ამდენი მოითმინოს და აიტანოს პარტნიორის გამო. ფინალში კი ის ანდაზა გაიხსენეთ: "ვინც მოითმენს, ის მოიგებსო"...

თუმცა, საიმისოდ, რომ ასეთი ქალის გული მოიგოს, მამაკაცმა აუცილებლად უნდა დაუმტკიცოს მას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და "ჰაერივით აუცილებელია" იგი მის ცხოვრებაში. კირჩხიბს ყველაზე მეტად ესაჭიროება იმის განცდა, რომ "ზრუნვის ობიექტი" ჰყავს. ამიტომ მანამ სანამ დედა გახდება, ამ ქალის საზრუნავი ქმარი ან საყვარელი ადამიანი უნდა იყოს. შესაბამისად, თუ თქვენ მზად ხართ მეუღლის გარდა, "მოსიყვარულე დედიკოს" კომპანიაც აიტანოთ სახლში თამამად იმოქმედეთ ქალი კირჩხიბის ხელში ჩასაგდებად.

იმისთვის, რომ კირჩხიბ ქალს თავი შეაყვაროთ, აუცილებელია იგი ყურადღებისა და მზრუნველობის შადრევნით "წალეკოთ" ურთიერთობის საწყის ეტაპზე მაინც. იგი ის ქალი არ არის, ვინც სხვადასხვა სახის ფემინისტურ გამოხტომებს და გენდერული თანასწორობის პრინციპებს ემხრობა, ამიტომ თამამად შეგიძლიათ აგრძნობინოთ მას თავი თქვენს სრულუფლებიან "საკუთრებად". იგი ამ ფაქტით ძალზე ბედნიერი იქნება. მოუსმინეთ მასე. დაინტერესდით მისი პრობლემებით და ყოველთვის იქონიეთ თან რამდენიმე სუფთა ცხვირსახოცი ან ჰიგიენური ხელსახოცის შეკვრა.

თუ მან თქვენში თანამგრძნობი და მზრუნველი ადამიანი დაინახა, არათუ დიდი ხნით სამუდამოდ და საშვილიშვილოდ მოგეჯაჭვებათ. გახსოვდეთ, მდიდრულ საჩუქრებზე მეტად, იგი თქვენ მიერ გამოვლენილ ემოციურ თანადგომას დააფასებს და ამ მხრივ, მის დანარჩენ თაყვანისმცემლებს შორის პრიორიტეტს უპრობლემოდ მოიპოვებთ. არასოდეს დასცინოთ მისი ოჯახის წევრებს, ნუ მოუყვებით ანეკდოტს სიდედრებზე და საკუთარი ოჯახის შესახებაც პატივისცემით ილაპარაკეთ, თუ არ გინდათ კირჩხიბის გულისკენ მიმავალი კარი სამუდამოდ ჩაგეკეტოთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?