როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს "დედოფალი" - რჩევები ლომი ქალის ხელში ჩასაგდებად

როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს "დედოფალი" - რჩევები ლომი ქალის ხელში ჩასაგდებად

უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდი, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ ქალი ლომი

წარმოშობის, განათლებისა და სოციალური სტატუსის მიუხედავად, ლომი ქალი ბუნებით არისტოკრატი და სულით დედოფალია. ამიტომ რა გასაკვირია, თუ იგი შესაფერის პარტნიორს ეძებს ცხოვრების მეგზურად. ძუ ლომს მოსწონს ამაყი, საკუთარ თავში დარწმუნებული, გულუხვი და დიდსულოვანი მამრები. თუმცა, გულის სწორმა ამ ქალის სიყვარულის მოსაპოვებლად მარტივი გზა როდი უნდა გაიაროს.

ქალი ლომი "იაფფასიანი ნადავლის" კატეგორიას არ განეკუთვნება და ამაში ნებისმიერი მამაკაცი უმალ დარწმუნდება ვინც ამ დიდი ფისოს მოშინაურებას ბანალური ტრიუკებით შეეცდება. მას, რა თქმა უნდა, სურვილი აქვს, როგორც ნებისმიერ ჭეშმარიტ ქალს გვერდით ძლიერი მამაკაცი ეგულებოდეს; თუმცა, დამეთანხმებით, საკმაოდ რთულია, თავად მას სულის სიძლიერეში რომელიმე მამაკაცი გაეჯიბროს. ამიტომ პირველი რაც ამ ქალთან ხანგრძლივი ურთიერთობის ასაგებად უნდა გააკეთოთ, არის ის, რომ არასოდეს დაანახვოთ თქვენი სისუსტე ან დაბნეულობა. ყოველ შემთხვევაში შეყვარებულობის პირველ ეტაპზე მაინც. ქალი ლომი რაინდებით იხიბლება. შესაბამისად, მან თუ თქვენში ჩვეულებრივი, საშუალოსტატისტიკური მამაკაცი აღმოაჩინა, დიდი შანსია, რომ სერიოზულ ურთიერთობამდე არც არასოდეს მივა საქმე.

კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი ფაქტორი ლომი ქალის მოსახიბლად არის თქვენი სოლიდური იმიჯი, კარგი განათლება (ან უბრალოდ ინტელექტუალური შესაძლებლობები), გავლენიანი სამეგობრო და პროფესიული წინსვლა - ან ამის პერსპექტივა მაინც ახლო მომავალში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ მის მოსახიბლად მამაკაცმა არანაირი რესურსი არ უნდა დაინანოს. არც სულიერი, არც მატერიალური. ამიტომ ქალი ლომის თაყვანისმცემელს ვურჩევ, სატრფოსთან ურთიერთობას იაფფასიანი საჩუქრების ნურასოდეს გაიფუჭებს. ამით ძალიან ილახება მისი თავმოყვარეობა.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?