როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე პრეტენზიული ქალი - რჩევები ქალწულის გულის მოსაგებად

როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე პრეტენზიული ქალი - რჩევები ქალწულის გულის მოსაგებად

უბადლო ექსპერტად მიიჩნევს, მაგრამ რეალურად რომ ვიმსჯელოთ, ქალის ჭეშმარიტი ბუნება ძლიერი სექსის წარმომადგენლებს შორის თითზე ჩამოსათვლელ ეგზემპლარებს თუ ესმით, ისიც სანახევროდ. ასტროლოგების აზრით, ქალები, ისევე როგორც მამაკაცები, თორმეტ ძირითად ფსიქოტიპად იყოფიან და იმის მიხედვით, თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაიბადა ქალი, შესაძლებელია, მისი ხასიათის და სუსტი წერტილების ამოცნობა. შესაბამისად, მარტივდება მამაკაცისთვის დიპლომის დაცვა თემაზე "რა სურთ ქალებს"...

ასე რომ, ძვირფასო მამაკაცებო, მოდით, გავშალოთ კარტი და გავიგოთ, რა მეთოდებია საჭირო ქალის მოსახიბლად, თუკი ზუსტად ვიცით ამ უკანასკნელის ზოდიაქოს ნიშანი

როგორ მოვხიბლოთ ქალწული ქალი

ალბათ გგონიათ, რაკი საუბარი ქალწულს შეეხება, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალის მოსახიბლად მამაკაცი იდეალური ან იდეალურთან მაქსიმალურად მიახლოებული ინდივიდი უნდა იყოს. არამც და არამც ჩემო კარგებო! საიმისოდ, რომ ქალწულის გული მოინადიროთ, საკმარისია, უბრალოდ მოწესრიგებული, პატიოსანი და სტაბილური პიროვნება ბრძანდებოდეთ. დანარჩენი წვრილმან-მსხვილმანი "ხარვეზების" გამოსწორებაზე კი თქვენი გულის სწორი ქალწული თავად იზრუნებს ეჭვიც არ შეგეპაროთ ამაში.

ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს, ნაკლებად თვალშისაცემი მაგრამ დახვეწილი გარეგნობა და განსაკუთრებული შარმი გააჩნიათ. მათი ყველაზე დიდი "კოზირი" გარეგნობაში თვალებია – თითქმის ყველა ქალწულს, უჩვეულოდ ლამაზი, მოციმციმე და მეტყველი თვალები აქვს. შეიძლება ითქვას, ეს მათი მმართველი პლანეტა მერკურის საჩუქარია.

ამ ქალს ნებისმიერი ქაოსის დალაგება შეუძლია, როგორც თქვენ გარშემო ისე თქვენს თავში. მთავარია, მას ამის სურვილი გაუჩნდეს და ქმედებაში ხელი არავინ შეუშალოს. ერთი შეხედვით ცივი, თავშეკავებული და ინდფერენტული ჩანს. სინამდვილეში, მას უბრალოდ არ ეხერხება სითბოსა და სიყვარულის ენის მოჩლექით გამოხატვა. სამაგიეროდ, ამ გრძნობის სიწრფელეში თქვენ მიმართ გამოჩენილი მისი მზრუნველობა და ერთგულების უნარი ნებისმიერ აღიარებაზე მეტად დაგარწმუნებთ. ქალწულის ლექსიკონში სიყვარული და ზრუნვა ლამის სინონიმებია. მას მხოლოდ ასე ესმის ამ გრძნობის ჭეშმარიტი არსი და დანიშნულება.

საიმისოდ, რომ მისი სიყვარული და კეთილგანწყობა მოიპოვოს მამაკაცმა, ამ უკანასკნელს სულაც არ მოეთხოვება საჩუქრებითა და დაპირებებით აავსოს იგი. მით უმეტეს, რომ მერკურის შვილებს, როგორც წესი, ადამიანის რეალური ზრახვების ამოცნობის გასაოცარი უნარი გააჩნიათ და ქალწული ნებისმიერი სახის აფერაში გამოგიჭერთ იმაზე მარტივად და მალე, ვიდრე თქვენ ეს წარმოგიდგენიათ. აჯობებს, თუ მასთან გულწრფელი და უშუალო იქნებით. ქალწული ურთიერთობაში პირველ რიგში თანადგომის უნარს, მენტალური კომუნიკაციის დონეს და სანდოობას აფასებს.

აქვე მინდა ერთი უმნიშვნელო, მაგრამ ქალწულისთვის ძალზე დამახასიათებელ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება. თუკი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალს ეპრანჭებით, პირველ რიგში იზრუნეთ იმაზე, რომ ყოველთვის მოწესრიგებული და გაპრიალებული ფეხსაცმელი გეცვათ. ქალწული მიწის სტიქიის წარმომადგენელია, ამიტომ რა გასაკვირია ის ფაქტი, თუ მას ღრუბლებში ცქერისა და ოცნების ნაცვლად, მიწისკენ გაურბის თვალი. სამაგიეროდ, იგი მიწაზეც მყარად დგას ამ სიტყვის როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით და მისი ეს თვისება არაერთგზის აღგაფრთოვანებთ ერთობლივი ცხოვრების პერიოდში. მთავარია, აქამდე მიიყვანოთ საქმე!

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?