როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური მამაკაცი - რჩევები მორიელის ხელში ჩასაგდებად

როგორ მოვხიბლოთ ზოდიაქოს ყველაზე სექსუალური მამაკაცი - რჩევები  მორიელის ხელში ჩასაგდებად

ვინმეს ენიჭება, ეს თქვენ ყველაზე ნაკლებად ხართ. შეიძლება ითქვას, იგი თავად ხიბლავს ქალებს უპირობოდ და ერთპიროვნულად. მამაკაცი მორიელი ერთი შეხედვით ჩუმი, სიტყვაძუნწი, მშვიდი და ცივი გონების მქონე ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. ყოველ შემთხვევაში ასეა, სანამ იგი პოტენციური საკბილოს თვალთვალითა და შესწავლითაა დაკავებული. თქვენ შესაძლოა გეგონოთ, რომ მასში იოტის ოდენი სიმპათიაც ვერ გამოიწვიეთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის გამოჩენამდე ნამდვილად არ უჩიოდით თაყვანისცმელების ნაკლებობობას. ვერაფერს იტყვი, ეს ქალურ თავმოყვარეობაზე გვარიანი დარტყმაა. თუმცა, სწორედ ამ სიხისტით, გულგრილობითა და რკინისებური ნებისყოფით გააღვივა მან თქვენში დაუძლეველი ინტერესი, ასე არ არის განა?

სხვა მამაკაცებისგან განსახვავებით, ამ კაცს არასოდეს სჭირდება რევერანსების კეთება და შეყვარებულ მონად გადაქცევა, არც ერთი ქალის წინაშე. თუკი მისი ინტერესის ობიექტი ხართ და იგი რაიმე კონკრეტულმა სახასიათო შტრიხმა მიიზიდა თქვენში, მერწმუნეთ, ბევრს არ ილაპარაკებს... პირდაპირ საქმეზე გადავა და ყველა თქვენ თაყვანისმცემელს ქორის მოსალოდნელი თავდასხმით შეშინებული წიწილებივით დაიფრენს თქვენი ცხოვრებიდან. კონკურენტული გარემო ეს ის თემაა, რომელიც მორიელს არათუ თრგუნავს პირიქით სტიმულს და მოქმედების სურვილს აძლევს. ამიტომ ქალი, რომელიც ბევრი მამაკაცის სურვილისა და მოწონების საგანია, დიახაც რომ მიიზიდავს მას. მაგრამ თავად ამ ქალის გულსაც სულ მალე ჩაიგდებს ხელში, თუნდაც თავად გარეგნობით ლეგენადრულ კვაზიმოდოს ჰგავდეს. სექსუალურობა, მაგნეტიზმი და საკუთარი თავის უსაზღვრო რწმენა ეს მისი ძირითადი "კოზორია". ამგვარი თვისებების წინაშე კი როგორც წესი ვერ ერთი ქალი ვერ გამოიჩენს გამძლეობას.

მიუხედავად იმისა, რომ იგი საოცრად ვნებიანი და საპირისპირო სქესისთვის მაგნიტივით მიმზიდველია, მორიელი მამაკაცის უნიკალურობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ერთგულება შეუძლია... ხშირად კუბოს კარამდეც. მთავარია, მან თქვენთან იპოვოს ის უმთავრესი ძაფი ურთიერთობისას, რომლის გარეშეც მისთვის ზოგადად ურთიერთობა წარმოუდგენელია. ეს ძაფი, პარტნიორთან ძლიერი ემოციური კავშირია. ნუ შეგეშინდებათ მისი აგრესიული გამოხდომების, იგი ვერ გაძლებს პერიოდულად მსუბუქად თუ არ "გიკბინათ", პატივი ეცით მის სურვილებს და მოსაზრებებს, მაგრამ ნურასოდეს დაემორჩილებით მონურად. მან უნდა იცოდეს, რომ სულითა და სხეულით მისი ხართ, მაგრამ ეს მორჩილება საკუთარი პიროვნების იგნორირების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. თუ თქვენ ამაყი, მამაცი, სულით ძლიერი და ერთგული ქალი ხართ, მორიელთან ხანგრძლივ ბედნიერებას იპოვით. მართალია, პერიოდულად იგი შეიძლება აუტანლად სიტყვაძუნწი, პრინციპული და შეუვალი იყოს, მაგრამ თუ მის გულში ემოციური სიმების შერხევა შეძელით, მერწმუნეთ, თქვენი კავშირი ნებისმიერ გამოცდას გაუძლებს და გადაიტანს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?