რაც საახალწლო რიტუალებს ეხება. ამ მხრივ დამდეგი 2018 წელი შეიძლება ითქვას საკმაოდ ეკონომიურ ბიუჯეტს მოითხოვს, იმიტომ რომ ყვითელ ძაღლს უბრალოება და სისადავე მოსწონს. შესაბამისად, იქნება ეს სუფრა, ინტერიერის მორთულობა თუ ნაძვის ხის დიზაინი სასურველია არჩევანი არაპომპეზურ, უბრალო აქსესუარებსა და ფაქტურებზე შეაჩეროთ აუცილებლად.
ამ მხრივ უპირატესობა მიანიჭეთ - ხის, თიხის, ქაღალდის, მუყაოს აქსესუარებს. სასურველია ნაძვის ხე ყვითელი, კრემისფერი ან სპილოს ძვლისფერი სათამაშოებით მორთოთ. იდეალური იქნება ხისგან დამზადებული სამშვენისებიც ასევე.
ძაღლი ოჯახისა და ტრადიციების მოყვარულია. ამიტომ სასურველია, საახალწლო სუფრა და ატმოსფერო ოჯახური ტრადიციების მიხედვით იყოს მორთულ-გაწყობილი. კარგი იქნება თუკი მაგიდაზე ბებიის ან წინაპრების დანატოვარ ნივთებს ან სერვიზს გამოიყენებთ. თუმცა, აქაც აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ ერიდოთ ზედმეტობებს.
გამომდინარე იქიდან, რომ წლის სტიქია მიწა გახლავთ, ასტროლოგები გვირჩევენ სახლში მეტი სიმწვანე იყოს. ან ქოთნის მარადმწვანე მცენარეებით მორთოთ ინტერიერი აუცილებლად. თუმცა, საუკეთესო ვარიანტი, რაღა თქმა უნდა, ცოცხალი, ქოთანში ჩარგული ნაძვის ხე იქნება.