საახალწლო სამზადისის შესახებ დღეს უკვე ინტერიერის მორთვა-მოკაზმვასთან დაკავშირებული რჩევებიც შეემატება. დამეთანხმებით ალბათ, საახალწლო სუფრას წლის მმართველის თვისებების მიხედვით გაფომებული და შესაბამისი ანტურაჟი ესაჭიროება.
გამომდინარე იქედან, რომ დამდეგი წელი ცეცხლოვანი და წითელი მაიმუნის წელია, სასურველია ინტერიერში ბევრი წითლის და ალისფერის ელფერი ჩართოთ. ამასთან ერთად, გაითვალისწინეთ ისიც, რომ მაიმუნს სიკვეთრე და სიბრჭყვიალე ხიბლავს, შესაბამისად, სახლი უხვად მორთეთ ბრჭყვიალა ან მკვეთრი ელემენტებით.
ნაძვის ხე სასურველია, წითლისა და მუქი მწვანის სინთეზში გადაწყვეტილი სათამაშოებით მორთოთ. ეს წლევანდელი წლის უმთავრესი და ტენდენციური ფერებია.
ბინის სხვადასხვა კუთხეში უხვად განათავსეთ ხილი და თხილეულის ნაირსახეობა. მაიმუნს ხომ ზემოხსენებული პროდუქტები უყვარს.
შესანიშნავი იქნება თუკი ჭერზე, საახალწლო წვიმისგან დამზადებულ მწვანე გირლანდებს ჩამოკიდებთ, როგორც ასტროლოგები თვლიან, ასე მაიმუნის წელს თქვენს ოჯახში შემობრძანება არ გაუჭირდება და თავს "შინაურულად" იგრძნობს.