როგორ მოვთაფლოთ ზოდიაქოს ნიშნები

როგორ მოვთაფლოთ ზოდიაქოს ნიშნები

რომ "აქილევსის ქუსლი" ყველა ჩვენგანს გააჩნია. ამიტომ საიმისოდ, რომ ადამიანს რაიმე გააკეთებინოთ, ან უბრალოდ ჩხუბის მერე მარტივად შემოირიგოთ აუცილებელია იცოდეთ მისი მოთაფლვის მეთოდები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. რომელსაც ზუსტად ამ სტატიაში გასწავლით ჩვენ:

ვერძი ს მოთაფლვა მისი უპირატესობის აღიარებით შეიძლება. აღიარეთ, რომ ტყუოდით მასთან. შეუქეთ გამჭრიახობა, ჭკუა და საზრიანი მიდგომა პრობლემების გადაწყვეტისას.

კუროს მოთაფლვა მშვიდი საუბრით შეიძლება, აუცილებლად გემრიელი ლანჩის ან ვახშმის თანხლებით. კუროს გულისკენ მიმავალი გზა ყოველთვის კუჭზე გადის.

ტყუპის მოთაფლვა რაიმე საინტერესო ღონისძიებაზე მიპატიჟებით შეიძლება. მიეცით ხელში ახალი გასართობი, როგორც ბავშვს - იგი წამში დაივიწყებს რა ეწყინა თქვენგან.

კირჩხიბის მოთაფლვა მისი ოჯახის წევრების განებივრებით უნდა დაიწყოთ. კიბო სენტიმენტებისგან დადნება, თუკი მის ახლობლებს ასიამოვნებთ.

ლომის მოთაფლვა მხოლოდ და მხოლოდ ქება დიდებით შეიძლება. შეუქეთ სიბრძნე, თანამშრომლების მართვის სტილი ან სულაც მოდური ჩანთა. იგი ბედნიერი იქნება.

ქალწულის მოთაფლვა პრაქტიკული საჩუქრებით შეგიძლიათ. აჩუქეთ ისეთი ნივთები, რომელშიც ფულის გადახდა ენანება (მაგ. ცოცხი, მტვერსასრუტი, ჭიკარტი ან კომპიუტესი მაუსი).

სასწორის მოთაფლვა ტკბილეულით შეგიძლიათ. გარდა ამისა, მის შემორიგებაში დაგეხმარებათ უბრალოდ ჩახუტებაც.

მორიელის მოთაფლვა ძნელია ან სულაც შეუძლებელი თუმცა მაინც სცადეთ. მის შემოსარიგებლად მოგიწევთ აღიაროთ ამ უკანასკნელის სიძლიერე, უპირობოდ დაემორჩილოთ მის წესებს და ნაკლებად იქონიოთ პრეტენზიები.

მშვილდოსნის მოთაფლვა ძალიან მარტივი საქმეა - აჩუქეთ ორი ბილეთი ნიცაში... არა ნოველა კი არა, რეალური ტურისტული საგზური და ბილეთები ავიარეისზე.

თხის რქის მოთაფლვა სოლიდური საოფისე ინვენტარით შეიძლება. მასთან ასევე გაამართლებს ძვირად ღირებული ანტიკვარიატი.

მერწყულის მოსათაფლად საკმარისია რაიმე ორიგინალური იდეის დაგეგვა ან გაზიარება შესთავაზოთ თქვენთან ერთად, ან თავად მას აჰყვეთ სიგიჟეებში.

დაბოლოს, თევზებს მოთაფლავთ ჭიქა ჩაისთან ერთად გულითადი საუბრებით, ცხოვრებასა და ყოფიერებაზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?