და ბიორიტმი გააჩნია. ზოგიერთი ტოროლა ვართ, ზოგიც - ბუ. ამასთან ერთად, ხშირად ალბათ ერთმანეთის ცხოვრების რიტმითაც ვრჩებით გაოცებული. იმ დროს როცა ერთი საღამოს ათ საათზე უკვე დასაძინებლად ემზადება, მეორისთვის შესაძლოა ცხოვრება სწორედ ამ პერიოდიდან იწყებდეს ჩქეფას. ასტროლოგები თვლიან, რომ იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნება ადამიანი მარტივია გავარკვიოთ რომელ კატეგორიას მიეკუთვნება იგი, ბუების თუ ტოროლების. შესაბამისად, საქმიანი თუ პირადი ურთიერთობების დაბალანსებაც მასთან ამ ინფორმაციის მიხედვით გაცილებით უფრო გაგვიიოლდება.
ე.წ. ტოროლების კატეგორიას ყველაზე ხშირად მიწის სტიქიის წარმომადგენლები განეკუთვნებიან: ქალწულებს, კუროებს და თხის რქებს ასტროლოგები ყველაზე "მოწესრიგებულთა" რიგებში წერენ. ეს არის ასევე ყველაზე მშრომელი ადამიანების "ტრიადა". შესაბამისად, დილით ადრე ადგომა და მთელი დღის მანძილზე გაწერილი გრაფიკის მიხედვით ფუტკარივით მუყაითი მუშაობა, მათთვის სავსებით ჩვეულებრივი ამბავია.
უსისტემო დღის განრიგი აქვთ ჰაერის სტიქიის ნიშნებს: ტყუპი, მერწყულები და სასწორები ყოველთვის თავისუფალი გრაფიკით მუშაობას ან სულაც შემოქმედებით უსაქმურობას არჩევენ. სამაგიეროდ, ისინი საოცრად კრეატიულები არიან. შესაბამისად, იდეების გენერატორებად არიან მიჩნეულნი და მათი ეს პერიოდული უპასუხისმგებლობა, იშვიათად აღიქმება დიდ ტრაგედიად. არის პერიოდები, როცა ტოროლას გრაფიკში ცხოვრობენ, მაგრამ ისეც ხდება, რომ "ბუების" კატეგორიაშიც ინაცვლებენ. ესეც გარკვეული მრავალფეროვნებაა მათთვის, ცვალებადობის გარეშე კი ამ ხალხს სიცოცხლე ვერ წარმოუდგენია.
რაც შეეხებათ ცეცხლის სტიქიის ნიშნებს: ვერძებს, ლომებს და მშვილდოსნებს, მათ შორის უმეტესად "ბუებს" ვხვდებით. ეს ხალხი კარგად იტანს ღამეების მიყოლებით თენებას, იმიტომ რომ მმართველი სტიქიიდან გამომდინარე მათ გასაოცარი სასიცოცხლო პოტენციალი და უშრეტი ენერგია გააჩნიათ. გამოირჩევიან ლიდერული თვისებებით, შესაბამისად, ცდილობენ წამყვანი პოზიცია დაიკავონ ნებისმიერ სამასხურში.
დაბოლოს, "ტოროლებს" უფრო მეტს ვხვდებით ვიდრე "ბუებს" წყლის სტიქიის ნიშნებში: კირჩხიბებს, მორიელებს და თევზებს განსხვავებული დღის წესრიგი და ბიორიტმიკა გააჩნიათ. კირჩხიბები გონივრული გრაფიკით ცხოვრობენ, დილით ადრე დგებიან და საღამოს დროულად იძინებენ. მორიელების უმეტესობა ხშირად ათევს ღამეს, ეს ის პერიოდია, როცა მათი გონება უკეთ მუშაობს. ხოლო თევზები ხშირად თავად ვერ არკვევს "ბუა" თუ "ტოროლა", იმდენად ქაოსურად აღიქვამს სამყაროს. თუმცა, მისთვის სასურველია გონივრულ გრაფიკში იცხოვროს და ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარი გახდეს.