ე.წ. "აქილევსის ქუსლი" ანუ სუსტი წერტილი ხასიათში, რომლის ცოდნაც სხვებს მასთან ურთიერთობას გაუადვილებს. ასეთი მშვილდოსნისთვის მეგობრებისადმი სიყვარულია, თხის რქისთვის - კარიერა, კირჩხიბისთვის - ოჯახი და ა.შ. მოკლედ, დღეს იმას გიამბობთ, როგორ შეგიძლიათ თავი შეაყვაროთ ზოდიაქოს ნიშნებს საჭირო თემებზე საუბრით.
ვერძს თავს შეაყვარებთ, თუკი მის ლიდერობას აღიარებთ, ოღონდ ზედმეტად არ აქოთ, თორემ ეჭვი შეეპარება.
კუროს თავს შეაყვარებთ, თუკი ხშირად მიიპატიჟებთ გემრიელ სადილზე და აგრძნობინებთ, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
ტყუპს თავს შეაყვარებთ თუკი მისთვის მუდმივად საინტერესო და მრავალმხრივი იქნებით ინტელექტუალურად. თუ თავს არ მოაბეზრებთ ზედმეტად თქვენი არსებობით.
კირჩხიბს თავს შეაყვარებთ, თუკი ხშირად აღფრთოვანდებით მისი შვილებით და ნათესავებით. ეს მისი სუსტი წერტილია.
ლომს თავს შეაყვარებთ ნებისმიერი საქებარი სიტყვით, ჟესტით. მოკლედ, ხშირად შეაქეთ.
ქალწულს თავს შეაყვარებთ მოწესრიგებულობითა და პროგნოზირებადი ხასიათით.
სასწორს თავს ჩახუტებით, ხშირი მოფერებით და ლოიალური, უკონფლიქტო ხასიათით შეაყვარებთ.
მორიელისთვის თავის შეყვარება რთულია. თუმცა, თუკი მის უძლეველობასა და სულის სიძლიერეს აღიარებთ, აუცილებლად გცემთ პატივს (ვერ დაგპირდებით, რომ შეუყვარდებით).
მშვილდოსანს თავს შეაყვარებთ, თუ მის იდეებს გაიზიარებთ და უარს არ იტყვით მასთან ერთად აღმა-დაღმა ხეტიალზე.
თხის რქას თავს შეაყვარებთ, თუკი დისციპლინირებული და ერთგული იქნებით მასთან დამოკიდებულებაში.
მერწყულს თავს შეაყვარებთ, თუ არაპროგნოზირებადი, არაორდინალური ხასიათი გაქვთ და თქვენი ხასიათის გამოცნობა რთულია.
თევზებს თავს შეაყვარებთ, თუკი მდიდარი შინაგანი სამყარო და მაღალი სულიერება გაგაჩნიათ. სულით მასავით პოეტი ხართ.