სურვილზე შეიძლება თავი დააპროგრამოთ, მათ შორისაა კარგი სამსახური, ლამაზი და მდიდარი საქმრო/საცოლე ან სულაც ბევრი ფული, რომლის მოსაზიდადაც მარტივი რიტუალის ჩატარება იქნება საჭირო.
საამისოდ კი უნდა შეარჩიოთ თქვენი "ბედნიერი კუპიურა", რომელსაც არასოდეს დახარჯავთ და მუდმივად ატარებთ საფულით. ამისთვის საჭიროა ქაღალდის ბანკნოტებს შორის აარჩიოთ ისეთი, რომლის ნომრებიც თქვენი დაბადების ციფრებთან მოდის ჰარმონიაში. მაგალითად, თუ თქვენ დაიბადეთ 1971 წლის 12 თებერვალს, სასურველია, რომ კუპიურას სერიულ ნომრებს შორის გააჩნდეს 17, 02. 19 რიცხვები. ყველაზე კარგი კი ამ მხრივ სამი ციფრის თანხვედრაა მაგალითად, 971.
განსაკუთრებული ბარაქა მოაქვს ისეთ კუპიურას, რომლის არამხოლოდ სერიული ნომრები არამედ, თავად სერიის პირველი ასოც მფლობელის სახელის ინიციალს ემთხვევა. მაგალითად, თუ თქვენი სახელია ეკა სასურველია ბანკნოტის სერიული ნომერი ლათინური E ასობგერით დაიწყოს.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. თუკი მოახერხეთ და იპოვეთ ბედნიერი კუპიურა, აუცილებელია მისი დამუხტვა ბარაქასა და წარმატებაზე სავსე მთვარის პერიოდში (განსაკუთრებით მის პირველ მეოთხედში). თქვენ იღბლიან კუპიურას გვერიდთ დაუდეთ ფურცელზე დაწერილი ის სურვილები, რომლის განხორციელებასაც ფულის საშუალებით გეგმავთ. შემდგომ ამისა ეს ფურცელი ცეცხლის ალზე დაწვით, ან კუპიურასთან ერთად ატარეთ საფულეში.
როგორც ფენშუის მცოდნეები ამტკიცებენ, მსგავსი ტიპის კუპიურებს რეალურად მოაქვთ მფლობელთან ფინანსური იღბალი და ბარაქა. თუმცა, სასურველია გაითვალისწინოთ ისიც, რომ თილისმა თავისთავად არ იმუშავებს, თუკი მისი პატრონი უსაქმურად იქნება და ციდან წყალობას დაელოდება.