. ნივთს რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.
ამიერიდან გთავაზობთ პერიოდული სტატიების ციკლს, სადაც ვისაუბრებთ ამულეტების შესახებ რომელთა ტარებაც ამა თუ იმ კონკრეტული მიზნით შეგიძლიათ.
მარგალიტი (ნიჟარა)
ამგვარი ამულეტის ტარება ძირითადად სასურველია ქალბატონებისთვის. იგი მფლობელს ახალგაზრდულ სულს, ლამაზ გარეგნობას და კარგ განწყობას უნარჩუნებს. მას აქვს ძალა საპირისპირო სქესის სიმპათიით განაწყოს თქვენ მიმართ და მათ თქვენში დაფარული ქალურობა აღმოაჩენინოს.
დავითის ვარსკვლავი
საკმაოდ ძლიერი ენერგეტიკული იარაღია. თუმცა მისი ტარება ყველას არ შეუძლია, იმიტომ რომ მას მაქსიმალისტი მფლობელი სჭირდება. ადამიანი რომელის ცხოვრების მთავარი დევიზია "ყველაფერი ან არაფერი". ამიტომ თუ თქვენ ოქროს შუალედის მოყვარული პიროვნება ხართ, დავითის ვარსკვლავი ამულეტად არ გამოგადგებათ.
გველი
გველის გამოსახულებით ამულეტის ტარებას მფლობელისთვის კარგი რეგენერაციის უნარი, სიცოცხლისუნარიანობა და ადაპტაციის ნიჭი მოაქვს. გველი ხელს შეგიწყობთ ასევე იმაში რომ ყოველივე იდუმალებით მოცულს მარტივად ახადოთ ფარდა. სხვისთვის ძნელად აღსაქმელი მარტივად დაინახოთ და გაიგოთ.