როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი მერვე

როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი მერვე

საკუთარი ფორმის, მასალის თუ ზოგადად დამზადების ისტორიიდან გამომდინარე. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია, რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.

გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს სხვადასხვა სახის ამულეტისა, რომელიც კონკრეტული მიზნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

ღუზა

ღუზა ძნელად მისაღწევ მიზნეს შეჭიდებულ ადამიანებს გამოადგებათ ამულეტის სახით. თუ თქვენ ჯიუტად გსურთ ერთი შეხედვით უტოპიურ და არარეალურ ოცნებებს შეასხათ ფრთები, აუცილებლად ატარეთ ამულეტი ღუზის გამოსახულებით. იგი მფლობელს მიზანსწრაფულობას, ოპტიმიზმსა და მომავლის რწმენას უნერგავს. რაც საუკეთესო მეთოდია ნებისმიერი ჩანაფიქრის განსახორციელებლად.

ბაყაყი

ერთი შეხედვით ინფანტილური და ბავშვური ვიზუალის მქონე ამულეტია. თუმცა მას დიდი ძალა და ენერგეტიკა გააჩნია. ბაყაყი ჩვენი ყველაზე ფარული სურვილების ამსრულებლად ითვლება. იგი მფლობეს საღად აზროვნების უნარს და წინსვლის ნიჭს აძლევს, რომელიც მას დასახული მიზნების მიღწევაში ეხმარება.

მორიელი

მორიელის გამოსახულება მხოლოდ ზოდიაქოს ნიშნით მორიელებისთვის სულაც არ არის განკუთვნილი. ეს სიმბოლო ნებისმიერ მამაცი სულის და რისკის მოყვარულ ადამიანს ეხმარება. იგი იცავს მფლობელს მოღალატეებისგან, ზოგადად ადამიანში აბალანსებს ეჭვიანობის გრძნობას. მოაქვს ძლიერი სასიცოცხლო მუხტი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?