როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი მესამე

როგორ შევარჩიოთ ამულეტი - ნაწილი მესამე

. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით 3 წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.

ამიერიდან გთავაზობთ პერიოდული სტატიების ციკლს, სადაც ვისაუბრებთ ამულეტების შესახებ რომელთა ტარებაც ამა თუ იმ კონკრეტული მიზნით შეგიძლიათ.

ვირთხა

მართალია ბევრსთვის ეს მღრღნელი არცთუ სასიამოვნო ემოციებთან ასოცირდება, თუმცა ამულეტის სახით მისი ტარება ადამიანს აძლევს გამდიდრებისა და ფუფუნებაში ცხოვრების დიდ შანსებს. ასევე კარიერულ კიბეზე წარმატებით სვლის შანსს.

ღამურა

ერთ-ერთი ძლიერი და პოზიტიური ამულეტია. იგი განასახიერებს ადამიანის ცხოვრების ხუთ მთავარ ბედნიერების მიზეზს – ჯანმრთელობას, იღბალს, სიმდიდრეს, ხანგრძლივ სიცოცხლესა და სიმშვიდის უნარს.

ცხენი

ამულეტი იმის მიხედვით თუ რა ფერისაა ადამიანს ანიჭებს ბოროტ ენერგეტიკასთან ბრძოლის უნარს. იგი ასევე გიცავთ აგრესიისგან. თუ თქვენ შავი ცხენის ფორმის მქონე ამულეტს ატარებთ, სამართლიანობის მისაღწევად ზოგჯერ საკმაოდ მკაცრი ზომების მიღებაც მოგიწევთ. თუ ამულეტი თეთრია, იგი უფრო სულიერების გზით წასვლისკენ გიბიძგებთ. ამიტომ თავად უნდა აირჩიოთ ხასიათის თვისებებიდან გამომდინარე თუ რომელი მათგანი გსურთ რომ ატაროთ.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?