როგორ შევარჩიოთ ამულეტი ნაწილი მეშვიდე

როგორ შევარჩიოთ ამულეტი ნაწილი მეშვიდე

, საკუთარი ფორმის, მასალის თუ ზოგადად დამზადების ისტორიიდან გამომდინარე. ნივთს, რომელსაც თქვენს ამულეტად ირჩევთ, აუცილებლია, რომ სწორად შეურჩიოთ ფორმა, მასალა და ენერგეტიკული მიმართულება, რომლითაც მას მუხტავთ. ამიტომ იმაშიც უნდა ვიყოთ ჩახედული თუ კონკრეტულად რომელი სიმბოლო რა სახის მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება. როგორც ეზოთერიკოსები თვლიან, ნებისმიერი სახის თილისმა და ამულეტი მაქსიმალური ძალით თავს დაახლოებით სამი წლის მანძილზე ამჟღავნებს. უკვე შემდეგ, მისი ენერგეტიკა იკლებს და სასურველია იგი რომელიმე სხვა დამცავი სახეობით ჩაანაცვლოთ ან ახალი ენერგეტიკით და მიზნით დამუხტოთ. არ არის სასურველი თქვენი ამულეტის სხვისთვის თხოვება. ასე იგი აუცილებლად იღებს სხვის ენერგიას და კარგავს იმას, რომელიც თქვენ გადაეცით. ამიტომ მისი არათუ სხვისთვის თხოვება, ხელით შეხებაც კი არ არის მიზანშეწონილი. ამულეტი თქვენი ბიორიტმის ნაწილია, ამიტომ მას გარეშე ენერგია არაფერში ესაჭიროება. ამულეტის დასამზადებლად სხვადასხვა მასალა ან ნივთი გამოდგება, ძვირფასი თუ ნახევრადძვირფასი ქვები, მეტალი, ხე და ა.შ.

გთავაზობთ მოკლე ჩამონათვალს სხვადასხვა სახის ამულეტისა, რომელიც კონკრეტული მიზნებით შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სამი მაიმუნი

ერთ-ერთი დადებითი ენერგეტიკის მქონე ამულეტია. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ამგვარი ამულეტის მფლობელს ეხსნება გზა სიკეთის კეთებისკენ და იგი დაცულია ყოველგვარი სახის ჭორებისა და ინტრიგებისგან.

კუ

კუს ფიგურა ამულეტის სახით ოჯახის წევრებთან ურთიერთობის დალაგებაში და პარტნიორთან სტაბილური კავშირის შექმნა-შენარჩუნებაში მოგიმართავთ ხელს. კუს აქვს ენერგეტიკა, მიღწეულის შენარჩუნება დიდი ხნით შეგაძლებინოთ და სტაბილურობას მიგაჩვიოთ ცხოვრებაში.

ვაშლი

საუკეთესო ამულეტია პარტნიორული ურთიერთობების დასარეგულირებლად. სასურველია თუ მეუღლეები ატარებენ ამ სიმბოლოს ერთდროულად. ეს მათ კავშირს კიდევ უფრო გაამყარებს და გაამთლიანებს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?