ატმოსფეროში უნდა შეხვდეს ახალ წელს.
ვერძი
ახალი წლის ღამის ორგანიზება ვერძებმა სასურველია საკუთარ თავზე აიღონ. ძვირფასო ვერძებო, თუ ამ საქმეს მოუცლელობის გამო ოჯახის წევრებს გადააბარებთ, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გსურთ და მოგწონთ. მდედრობითი სქესის ვერძებს მოეთხოვებათ ახალ წელს ახალი სამოსით შეხვდნენ, გარშემო მყოფები მიჩვეულნი არიან, რომ ყოველთვის მოდურად და ელეგანტურად გამოიყურებით, ნურც საახალწლოდ გაუცრუებთ მათ ამ მოლოდინს.
კურო
საიმისოდ, რომ ჭეშმარიტად ბედნიერი და კმაყოფილი დაელოდოთ ახალი წლის დადგომას, ძველი წელის გაცილება საკუთარ ცხოვრებაში მომხდარი მნიშვნელოვანი ცვლილებებით უნდა დაიწყოთ. ახალ წელს კი ახალი გეგმებითა და შემართებით შეეგებოთ. სასურველია, საახალწლო ღამეს მაქსიმალური გულახდილობა გამოიჩინოთ თქვენი უახლოესი ადამიანების და ოჯახის წევრების მიმართ. ესაუბრეთ მათ თქვენს სამომავლო გეგმებზე, განწყობაზე, გაამხილეთ მათდამი თქვენი გულწრფელი დამოკიდებულება. თუკი რომანტიულ ურთიერთობებში იმყოფებით, საახალწლო ღამე ყველაზე შესაფერისი მომენტია საიმისოდ, რომ მშობლებს თქვენი გულისწორი გააცნოთ.
ტყუპი
ტყუპის დიდი ნაწილი, საახალწლო ღამეს მომატებული ენერგიით და ამაღლებული თვითშეფასებით ხვდება. ძვირფასო ტყუპო, შესაძლოა დაუძლეველი სურვილი გაგიჩნდეთ იმის, რომ გარშემო მყოფებმა თქვენი ნიჭი და მიღწევები სახალხოდ აღიარონ. ამიტომ მცდელობას არ დაიშურებთ უახლოესი ადამიანების გულის მოსაგებად და გასახარებლად. საახალწლო ღამეს, თქვენი ვიზუალური იმიჯი უნაკლო და შეუდარებელი იქნება, ამით კი არამარტო ოჯახის წევრებს, თქვენთვის საინტერესო ადამიანსაც მოხიბლავთ და დაახვევთ თავბრუს. ასტროლოგები გირჩევენ, საახალწლო ღამეს ნაკლებად გამოირჩინოთ გადამეტებული კრეატივიზმი და ექსტრავაგანტურობა.
კირჩხიბი
ძვირფასო კირჩხიბებო, ასტროლოგები გირჩევენ საახალწლო ღამეს საბრძოლო შემართებით დამუხტული შეხვდეთ და მომავალი წლის გეგმები მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ. ნუ დაფარავთ საკუთარ შეხედულებებს, სურვილებსა და მისწრაფებებს ნაზი და მოკრძალებული იმიჯის მიღმა. სასურველია, მოდურად შეიმოსოთ და მაქსიმალურად კომუნიკაბელური იყოთ საახალწლო საღამოს. სასურველია, ახალი წლის სუფრასთან, ოჯახის წევრების გარდა თქვენთვის საინტერესო, პატივსაცემი და საერთო ინტერესების მქონე ადამიანებიც მოიწვიოთ. დაოჯახებული კირჩხიბები, ამ საღამოს განსაკუთრებულად დააფასებენ მეორე ნახევრის ემოციურ და ინტელექტუალურ თანადგომას.
ლომი
ახალი წლის დადგომამდე, ლომების უმრავლესობას მოეთხოვება საბოლოოდ მოაგვაროს და დაარეგულიროს გასულ წელში წამოჭრილი პრობლემები, როგორც კოლეგებთან ურთიერთობაში, ისე საყვარელ ადამაინთან. ნუ შეხვდებით ახალ წელს ვინმეზე ნაწყენი და ნურც იმ ფაქტს დაუშვებთ, რომ პირიქით თქვენ მიმართ გააჩნდეს, რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ნეგატიური დამოკიდებულება.
ასტროლოგების აზრით, ლომმა ახალი წელი ოჯახის წევრების გარდა, მეგობრების ვიწრო წრესთან ერთადაც შეიძლება აღნიშნოს. ნაკლებად რეკომენდირებულია შორ გზაზე მგზავრობა ნათესავების მოსანახულებლად.
მარტოხელა ლომებს კი საშუალება მიეცემათ საახალწლო ღამეს სახლიდან მოშორებით, რომელიმე ზამთრის კურორტზე შეხვდნენ სადაც შესაძლოა, ძალზე ლამაზი სასიყვარულო თავგადასავალიც დაიწყოს მათთვის.
ქალწული
ქალწულების დიდ ნაწილს მაინცდამაინც არ უყვარს ახალი წლის ღამის ოჯახურ წრეში გატარება. თუმცა, წლევანდელი წელი აჯობებს გამონაკლისად აქციოთ და თორმეტ საათს უახლოეს გარემოცვასთან ერთად დაელოდოთ. სასურველია, თუ სუფრასთან ძველ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებსაც მოიწვევთ. შეეცადეთ, საახალწლო სუფრის სამზადისში აქტიურად მიიღოთ მონაწილეობა და თითოეული ადამიანისთვის ვისაც სტუმრად ელით, განსაკუთრებული კერძი მოამზადოთ მათი გემოვნების თავისებურებიდან გამომდინარე.
სასწორი
სასწორების უმრავლესობა დამდეგ ცხენის წელს ბევრ ცვლილებას და აქტიურ ქმედებას გეგმავს. ამიტომ უკვე მიმდინარე წლის მიწურულს გაიღვიძებს მათში ახალი კონტაქტების დამყარების მოთხოვნილება. ახალი წელი, კი ზუსტად ის დროა, როცა თქვენს ამ ჩანაფიქრს შეგიძლიათ თამამად შეასხათ ფრთები ძვირფასო სასწორებო. სასურველია, საახალწლო ღამე სწორედ ახალშეძენილ მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად გაატაროთ. ამასთანავე, საშუალება მოგეცემათ, სამომავლო გეგმებზეც ისაუბროთ ერთი-ორი სიტყვით მათთან.
მორიელი
მორიელებს საახალწლო ღამის გასატარებლად ასტროლოგები ხმაურიან და მეგობრულ კომპანიას ურჩევენ. ძვირფასო მორიელებო, სასურველია, არ უარყოთ, რაიმე სახის გასართობ ღონისძიებაზე მიპატიჟება, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ოჯახის წევრებთან ერთად გადაწყვეტთ ახალი წლის აღნიშვნას, კარგი იქნება მეგობრების მხიარული ჯგუფიც თუ შემოუერთდება თქვენს სუფრას. იყავით მაქსიმალურად კრეატიული და ხალისიანი ამ საღამოს. მოიფიქრეთ სახალისო თამაშობები, ინტელექტუალური გასართობი ან სულაც ფეიერვერკის გაშვება დაგეგმეთ მეგობრებთან ერთად მას შემდეგ რაც საათი თორმეტს ჩამოჰკრავს.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების უმრავლესობისთვის შობა-ახალი წელი, ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამიტომ, ძვირფასო მშვილდოსნებო, ასტროლოგები გირჩევენ, უშუალოდ ჩაერთოთ საახალწლო სუფრის სამზადისში, ყველა წვრილმანზე დეტალური ზრუნვა ბოლო პერიოდში მომხდარ რიგ ნეგატიურ მოვლენებსაც დაგავიწყებთ და სამომავლოდ გამოსავლის პოვნაშიც დაგეხმარებათ.
გამორიცხული არ არის, ზოგიერთი მშვილდოსანი ოჯახის ტვირთისგან დროებით გათავისუფლების სურვილმაც შეიპყროს. თუმცა, ალბათობა იმისა, რომ სადაც თქვენ არ ხართ იქ უკეთესია ძალზე საეჭვო იქნება და თუ მაინც შეეცდებით, საახალწლოდ სახლიდან "გაქცევით" უშველოთ თავს, ამაში თავადვე დარწმუნდებით მალე. უმჯობესია, საახალწლო ღამეს მოკლევადიანი მოგზაურობა დაგეგმოთ საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ერთად. ასე გაცილებით უფრო პოზიტიურ მოგონებებს დაიტოვებთ სამომავლოდ.
თხის რქა
თხის რქების დიდი ნაწილი, საახალწლო ღამეს შესაძლოა ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდეს და გადაწყვეტილების მიღება ძალიან გაუჭირდეს. საქმე ის არის, რომ ერთი მხრივ ოჯახის წევრებს ენდომებათ დაჟინებით თქვენი მათ კომპანიაში ყოფნა ახალი წლის შესახვედრად, ხოლო მეორეს მხრივ ძველი და კარგი მეგობრების მონახულების შანსის ხელიდან გაშვებაზეც შეიძლება დაგწყდეთ გული, მოპატიჟებას კი მათგან სავარაუდოდ ზუსტად საახალწლო ღამეს მიიღებთ. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ ოჯახზე ორიენტირებული თხის რქა, შესაძლოა ახალი წლის ღამე დაუკოებელმა სურვილმა შეიპყროს, რათა ერთხელ მაინც გაინავარდოს თავისუფლად და საკუთარი თავისთვისაც დაიტოვოს "პირადი სივრცე". აქედან გამომდინარე, ძვირფას თხის რქებს ასტროლოგები ურჩევენ დრო და ემოციები, მაქსიმალური ბალანსით გადაანაწილონ ახალ წელს ოჯახზე და მეგობრებზე.
მერწყული
მერწყულების უმრავლესობა საახალწლო გეგმებს, უშუალოდ 31 დეკემბრის დადგომამდე არაერთგზის შეიცვლის. არჩევანი მოვალეობებსა და საკუთარ სურვილებს შორის ძნელად გასაკეთებელი აღმოჩნდება ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთათვის. აქედან გამომდინარე, ასტროლოგები მერწყულს ურჩევენ, საახალწლოდ "ფსონი" იმ ადამიანებზე გააკეთონ ვისთანაც სულიერი სიახლოვე, საერთო ინტერესები და მეგობრული დამოკიდებულება აკავშირებთ. ხოლო ისეთ სიტუაციაში მოხვედრას, რომელშიც მარტოოდენ ოფიციალური იმიჯით წარდგომა გევალებათ (მაგ. კორპორატიული ბანკეტი, მეუღლის სანათესაობასთან შეხვედრა), სამომავლოდაც არაერთგზის მოახერხებთ.
თევზები
თევზების დიდი ნაწილისთვის საახალწლო ღამის გატარება ასტროლოგთა აზრით, ოჯახის წევრებისა და უახლოესი ადამიანების გარემოცვაშია რეკომენდირებული. ამით თქვენ იმ უკმარისობის განცდას მოიხსნით, რომელიც გასული წლის მანძილზე გაწუხებდათ. დაძაბული გრაფიკის გამო დაშვებული შეცდომები და უთანხმოება ოჯახის წევრებთან, შესაძლოა ზუსტად ერთად გატარებულმა ახალი წლის საღამომ დააბალანსოს. ამიტომ, ნუ გაუშვებთ ასეთ შანსს ხელიდან.