როგორც ტემპერამენტის მხრივ, ისე სიყვარულში. ამიტომ აუცილებელია, ინტერესის ობიექტის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნასთან ერთად ვიცოდეთ ის, თუ როგორ უნდა გამოვხატოთ სიყვარული მასთან მისი ზოდიაქოს ნიშნის თავისებურებებიდან გამომდინარე.
ვერძთან პირდაპირობა ჯობია. მოგწონთ? უთხარით მას ამის შესახებ.
კუროს დრო უნდა მისცეთ. ნელ-ნელა შეაჩვიეთ და მოაწონეთ თავი.
ტყუპს ფლირტი მოსწონს. ეფლირტავეთ მუდამ, ყველგან და ყოველთვის.
კირჩხიბს ზრუნვით მოხიბლავთ. იზრუნეთ მასზე და დარწმუნდება, რომ თქვენი სიყვარული ნამდვილია.
ლომს ქება სჭირდება. ხშირად შეაქეთ და წაახალისეთ, აღფრთოვანდით მისით.
ქალწულთან არ არის საჭირო მსახიობობა. იყავით გულწრფელი და პროგნოზირებადი.
სასწორს ჩახუტება და მოფერება უყვარს. ხშირად გამოხატეთ მასთან სითბო.
მორიელს მიანიჭეთ ბევრი სექსი. მიეცით ასევე ხანდახან მიზეზი საეჭვიანოდ.
მშვილდოსანს დაუმეგობრდით პირველ რიგში. მხოლოდ ასე გახდებით მისთვის შეუცვლელი პარტნიორი.
თხის რქას
უცებ ვერ მოხიბლავთ. პირველ რიგში მისი ოჯახის წევრებს უნდა მოაწონოთ თავი და მერე მას.
მერწყულთან ყველა თქვენი ოფოფები შეგიძლიათ გამოამზეუროთ. მას "ცოტათი გიჟი" ადამიანები იზიდავს.
თევზებს თავს შეაყვარებთ, თუკი ბოლომდე გაიხსნებით სულიერად. აქციეთ იგი თქვენს მესაიდუმლედ.